მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

სტუ-სა და ბსუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები ონლაინ ლაბორატორიულ სწავლებაში ერთობლივად მონაწილეობენ

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო-პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში თანამედროვე ლაბორატორიულ სასწავლო პროცესში არიან ჩართულნი. ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ონლაინ რეჟიმში გადიან ლაბორატორიულ სწავლებას, რაც საშუალებას აძლევთ, დისტანციურად დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, პრაქტიკულ უნარებსა და საინჟინრო მიმართულებებისათვის აუცილებელ ცოდნას. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუ-სა და ბსუ-ს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსების ეფექტიან გაზიარებას, სტუდენტებისთვის ხარისხიანი პრაქტიკული სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვას. როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი აცხადებს, ლაბორატორიული კომპლექსის უნიკალური ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში ჩაერთონ ექსპერიმენტებში, დააკვირდნენ პროცესებს, შეასრულონ პრაქტიკული დავალებები და მიიღონ შესაბამისი კონსულტაციები აკადემიური პერსონალისგან. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, ონლაინ ლაბორატორიული სწავლების ფორმატი ხელს უწყობს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას. ამავდროულად, ის აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის, ქმნის გამოცდილების გაზიარების დამატებით შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას თანამედროვე საინჟინრო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

„პროექტი წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მაგალითს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ტერიტორიული დაშორების მიუხედავად, მიიღონ ერთიანი, მაღალი ხარისხის პრაქტიკული განათლება და ჩაერთონ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში. ასეთი ფორმატის სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, როდესაც დისტანციური სასწავლო პლატფორმები და ლაბორატორიული სისტემები განათლების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად იქცა. დისტანციური საინჟინრო განათლება ხელს უწყობს სტუდენტებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა დამოუკიდებელი მუშაობა, ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, დისტანციური კომუნიკაცია, მონაცემთა ანალიზი და ქსელურ გარემოში თანამშრომლობა. სწორედ ეს უნარები წარმოადგენს თანამედროვე საინჟინრო პროფესიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას. დისტანციური საინჟინრო განათლების აქტუალობა განისაზღვრება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის, თანამედროვე ინდუსტრიული გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობის, უნივერსიტეტებს შორის რესურსების გაზიარების, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების და მომავალი ინჟინრებისათვის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროფესიული კომპეტენციების ფორმირების აუცილებლობით. დისტანციური საინჟინრო განათლების აქტუალობა განპირობებულია როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებით, ასევე უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და მოქნილობის ზრდის საჭიროებით. ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში საინჟინრო საქმიანობა სულ უფრო მეტად ეფუძნება დისტანციურ მონიტორინგს, ავტომატიზებულ მართვას, ღრუბლოვან სერვისებს, კიბერფიზიკურ სისტემებს. შესაბამისად, მომავალი ინჟინრების მომზადება მოითხოვს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც ასახავს თანამედროვე ინდუსტრიული საქმიანობის რეალურ პირობებს“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორის, ლევან იმნაიშვილის თქმით, დისტანციური საინჟინრო სწავლება სწრაფად ვითარდება, თუმცა მისი პოპულარობა განსხვავდება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების მიხედვით. თუ ბიზნესის, IT-ის ან ჰუმანიტარული მიმართულებების სრულად ონლაინ პროგრამები ფართოდ არის გავრცელებული, საინჟინრო განათლებაში დისტანციური სწავლების განვითარება უფრო ფრთხილად მიმდინარეობს, რადგან ინჟინერიის მნიშვნელოვანი ნაწილი ლაბორატორიულ და პრაქტიკულ საქმიანობას უკავშირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების განხორციელება საინჟინრო დარგებში უფრო რთულია, ბოლო წლებში მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს დისტანციური და ჰიბრიდული საინჟინრო პროგრამების გამოყენება. დღეს დისტანციური საინჟინრო სწავლების ელემენტები გამოიყენება პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში. დისტანციურ სწავლებას აქვს მნიშვნელოვანი ხიბლი. სწორედ დისტანციური საინჟინრო სწავლების მეთოდების და ტექნოლოგიების განვითარებას და საქართველოში დანერგვას ემსახურებოდა CIF–ის საგრანტო პროექტი „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“, რომელიც განახორციელა კონსორციუმმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობით. პროექტის მთავარი შედეგი შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არის დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის განხორციელების ტექნოლოგია. შექმნილმა ტექნოლოგიამ საშუალება მისცა რეგიონალური უნივერსიტეტების სტუდენტებს ზიარებოდნენ სტუ–ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის IT ლაბორატორიის ფართო შესაძლებლობებს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მაღალ ტექნოლოგიებთან (განსაკუთრებით გამოვყოფდით SCADA და IoT ტექნოლოგიებს) შეხება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „კომპიუტერული მეცნიერების“ პროგრამის სტუდენტებისათვის იმდენად, რომ სტუდენტების მიმდინარე ნაკადი დღესაც აგრძელებს დისტანციურ ექსპერიმენტებს ჩვენს IT ლაბორატორიაში.რა იქნება ხვალ? განხორციელებული ტექნოლოგია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საშუალებას იძლევა გაზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა მიუხედავად სტუდენტის გეოგრაფიული ლოკაციისა (ეს ამარტივებს და აიაფებს სტუდენტურ ცხოვრებას), სტუდენტებისათვის შესაძლებელი გახადოს სამუშაოსა და სწავლის რეალური შეთავსება (მოთხოვნად სპეციალობებზე კომპანიაში დასაქმებული სტუდენტის დასწრება მეცადინეობებზე უკვე ძალიან რთული ხდება), გაუზიაროს სხვა უნივერსიტეტებს თავისი ლაბორატორიული რესურსები (ტექნიკურ უნივერსიტეტს მდიდარი ლაბორატორიული რესურსი აქვს), შემოიღოს ჰიბრიდული სწავლება (სტუდენტები თვითონ ირჩევენ დასწრებულ და დისტანციურ კურსებს), შემოიღოს დისტანციური საკონსულტაციო საათები“, - აცხადებს ლევან იმნაიშვილი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვა გაიმართა

14.07.2026.15:08

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი თაობის პირველი წარმომადგენლები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული საავიაციო საინჟინრო სკოლის თანამედროვე განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. მათ მიერ სადიპლომო ნაშრომების წარმატებით დაცვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი ერთგულად აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საინჟინრო მიმართულებების განვითარებას,“– ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პირველი კურსდამთავრებულების წარმატება ნათელი დასტურია იმისა, რომ აღდგენილმა პროგრამამ შეასრულა თავისი მთავარი დანიშნულება - დაიწყო ქვეყნისთვის საავიაციო ინჟინრების მომზადება. ასოცირებული პროფესორის, ბორის გითოლენდიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში საავიაციო საინჟინრო განათლების აღდგენისა და განვითარების პროცესში, რომლის მიზანია ქვეყნისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრების მომზადება.

„მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების წარმატება მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენი ფაკულტეტისთვის, ისე ქართული საინჟინრო განათლებისთვის. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება სწორი და შედეგიანი იყო. ვულოცავ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გააგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით კი ხელს შეუწყობენ როგორც ქართული საავიაციო ინდუსტრიის, ისე ეროვნული საინჟინრო სკოლის შემდგომ განვითარებას“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პროგრამის განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სტუ-ის საპატიო დოქტორს და ქართული საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, პანტიკო თორდიას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, პროგრამას ხელმძღვანელობს ქართული საავიაციო სკოლის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი, პროფესორი რამინ ზუკაკიშვილი. მისივე თქმით, საქართველოში საავიაციო სპეციალისტების მომზადების განახლება განპირობებულია საავიაციო ინდუსტრიის განვითარებითა და კვალიფიციურ საინჟინრო კადრებზე მზარდი მოთხოვნით.

„ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, „საავიაციო ინჟინერიის“ პროგრამა, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ გივი მიქანაძის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, გაიზარდა პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან სწავლა სრულად სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება, რაც დარგის განვითარებისა და ახალი თაობის საინჟინრო კადრების მომზადებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია.

ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ფასდაუდებელია მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანმიმართული მხარდაჭერა. საავიაციო ინჟინერიის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარება, მისაღები კონტინგენტის გაზრდა და, რაც მთავარია, მომავალი სასწავლო წლიდან სწავლის სრული სახელმწიფო დაფინანსება ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი აკადემიური ხედვა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები სრულ თანხვედრაშია. წარმატებებს ვუსურვებ კურსდამთავრებულებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, 1968 წელს, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მოამზადა მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრები ქართული საავიაციო ინდუსტრიისათვის. მისი კურსდამთავრებულები სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდნენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან საავიაციო კომპანიებში. სამწუხაროდ, რიგი მოვლენებიდან გამომდინარე სტუ-ში 2005 წელს საავიაციო ინჟინრების მომზადება შეწყდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა