მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.6
0.0025
flag
AZN 1.5521
-0.0007
flag
CNY 38.805
-0.0044
flag
EUR 3.0109
-0.0058
flag
GBP 3.5238
-0.0086
flag
KZT 56.35
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6384
-0.0009
news banner

სტუ-ში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსი ჩატარდება

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24: Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, მასშტაბურ ღონისძიებას - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციების კონკურსი“ (Eastern Partnership Innovation Competition) - უმასპინძლებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტის მიზანი სტუდენტებში ინოვაციური იდეების პრაქტიკული რეალიზების ხელშეწყობა, სამეწარმეო უნარების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

ღონისძიება ოფიციალურად 19 მაისს გაიხსნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - ფინეთი, შვედეთი, ესპანეთი და ავსტრია - სტუდენტები, ახალგაზრდა ინოვატორები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ საკუთარი სტარტაპ იდეები, ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური პროექტები.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, LISS24-ის ფარგლებში ღონისძიების ჩატარება რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, პროექტი მოიცავს ინტენსიურ მენტორინგსა და სასწავლო ტრენინგების სერიას პარტნიორ უნივერსიტეტებში - საქართველოსა და სომხეთში. კონკურსის ფინალურ ეტაპზე პროექტებს 6 უნივერსიტეტის 12 რჩეული გუნდი წარადგენს - მათ შორის იქნებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები. დეკანის ინფორმაციით, ღონისძიება მასშტაბურია და მას ქართველ და სომეხ კოლეგებთან ერთად დაესწრებიან პროექტის კონსორციუმის წევრები, ხოლო გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს. კონკურსი ჩატარდება სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა, შემოქმედებითობა და სხვა.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციური პლატფორმის მასპინძელია. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციების კონკურსი“ სტუდენტებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ, გაიღრმაონ სამეწარმეო და ტექნოლოგიური უნარები და საერთაშორისო პროფესიულ ქსელებთან კავშირები დაამყარონ. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით ინოვაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე საინჟინრო სფერო სწრაფად ვითარდება და მოითხოვს ახალ, პრაქტიკულ და მდგრად გადაწყვეტილებებს.

საუნივერსიტეტო სივრცეში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება სულ უფრო მეტად ეფუძნება სტუდენტთა იდეების სისტემურ მხარდაჭერას. პროექტის მიზანი სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდებმა იდეის ჩამოყალიბების ფაზაშივე მიიღონ სტრუქტურირებული ცოდნა და აკადემიური თუ პრაქტიკული დახმარება. პროექტი LISS24-ი საგრძნობლად აუმჯობესებს ინოვაციურ ეკოსისტემას და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, ერთი მხრივ, ჩვენი სტუდენტებისთვის, მეორე მხრივ კი, ინსტიტუციურ დონეზე“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტი - LISS24 - მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი ახორციელებს, ხოლო შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს. პროექტის პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.liss24.com

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა

08.07.2026.13:25

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (NPUA) გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ერევანში, კონკურსის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამარ რუხაძე და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები ნიკა გოგლიძე, ზურა ვატიტაძე და დავით ჯალაღონია.

სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაში საქართველოდან და სომხეთიდან 6 წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, კონკურსში მონაწილე თითოეული უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო სამი სტუდენტისა და ერთი მწვრთნელისგან შემდგარი გუნდით. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ დღეს მოეწყო სამი პარალელური ე.წ. „ოთახის ქვეკონკურსი“, სადაც 18 სტუდენტი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. თითოეული ექვსკაციანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი გადავიდა ფინალურ ტურში, სადაც გამოვლინდნენ საერთო გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელები.

„საერთაშორისო პროექტის - „Learn-Innovate-Sell-Succeed“ (LISS24) მთავარ მიზანს წარმოადგენს B2B (Business-to-Business) გაყიდვების და ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდა სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ინჟინერიის სფეროში, ახალ ციფრულ ეპოქაში. ასეთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მხოლოდ აკადემიური აქტივობა არ არის - ეს არის მძლავრი პლატფორმა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ის სტუდენტებს უხსნის გზას ადგილობრივი აუდიტორიებიდან საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი უნივერსიტეტში ბრუნდებიან გაზრდილი თვითშეფასებით, ახალი იდეებით, მოტივაციითა და იმ ცოდნით, რომელიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან პროფესიონალებად აქცევს. ყოველი ასეთი ვიზიტი არის ინვესტიცია მათ მომავალში“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში დაფუძნდა „გაყიდვების ლაბორატორია“. ლაბორატორიისთვის შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა და გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სრულად რეაბილიტირდა ლაბორატორიის ფიზიკური სამუშაო სივრცე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ლაბორატორია საქართველოში პირველია და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს თანამშრომლობას ბიზნესსექტორსა და უნივერსიტეტს შორის. ლაბორატორია იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესსექტორს შესთავაზოს სხვადასხვა კვლევა მათი გაყიდვების პოტენციალის სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა