2024 წლის ბოლოსთვის მხოლოდ ის კლინიკები შეეძლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას, ვისაც გავლილი ექნებათ აკრედიტაცია
კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების შესახებ რეკომენდაცია დიდი ხნის წინ იყო გაცემული, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სტანდარტი, რასაც კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს, თუნდაც ეროვნულ დონეზე და საერთაშორისოზე მით უმეტეს, შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მიმდინარე წლიდან დავნერგეთ ამის ვალდებულება და ხვალ უკვე ბოლო დღეა - კლინიკებმა უნდა წარმოადგინონ დადებული კონტრაქტები საერთაშორისო მაკრედიტირებლებთან. 2024 წლის ბოლოსთვის ვისაც ექნება აკრედიტაცია გავლილი, მხოლოდ მათ შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვცემს შედეგს, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჯიბიდან გადახდები მაქსიმალურად შემცირდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ“, -აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.