ჩვენ არ ვქმნით სახელმწიფო აფთიაქს - ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვაზე
პარლამენტში მიდის განხილვა. ეს არის ე.წ მეას ტიპის შესყიდვა მედიკამენტების - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, როცა რეფერენტული ფასების რეფორმა დავიწყეთ, მაშინ საკონსულტაციო ჯგუფს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ყველა ძვირადღირებული, იშვიათი და ინოვაციური მედიკამენტები, რომლისთვისაც შეუძლებელი იყო რეფერენტული ფასის განსაზღვრა, რეკომენდებული იყო, რომ პირდაპირი შესყიდვის გზით წავსულიყავით და უშუალოდ მწარმოებლებთან გვქონოდა მოლაპარაკება ამ მედიკამენტების შესყიდვაზე“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, სამინისტრო ახლაც ყიდულობს პირდაპირი შესყიდვის წესით კონტრაქტორებისგან მედიკამენტებს.
„ეს არის ინსულინის მარაგების შეძენა, ეს არის იშვიათი დაავადებების მედიკამენტების შესყიდვა. 30 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს „იშვიათების“ ბიუჯეტი, ინსულინების 10 მილიონ ლარზე მეტია. მსგავსი შესყიდვები გვინდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ. აქედან გამომდინარეა საკანონმდებლო ცვლილებები“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო „სახელმწიფო აფთიაქს“ ნამდვილად არ ქმნის.
„თუმცა ზოგადად რამდენიმე ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს. ქვეყანაში კერძო აფთიაქებთან ერთად, სახელმწიფო აფთიაქებიც არსებობს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ხდება იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტების შეძენა, სადაც ფარმა ბიზნესს შეიძლება არ ჰქონდეს ინტერესი ან ჰქონდეს არასწორი ინტერესი, როგორც მაგალითისთვის აღვნიშნე 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირად ყიდიან მედიკამენტებს.
ამის შედეგად ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ კონსულტაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე ვმოქმედებთ. მეას პირდაპირი კონტრაქტები ჩვენ არ მოგვიგონია. ეს არის იმ საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაცია, ვინც გვეხმარება რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვაში და ზოგადად ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
იგივე თემაზე:
სახელმწიფო ინოვაციურ და იშვიათ მედიკამენტებს პრადაპირი კონტრაქტებით იყიდის - მინისტრი
სხვა სიახლეები
მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში - თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“
31.07.2026.17:52
მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
მიქელაძის თქმით, თვითონ ტერმინი, პროგრესირებადი დისტროფია ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სწორედ ამ დაავადებების პროგრესირებას.
„მთავარი მიზანი რა არის, რომ შესაბამისად ამ მხნის განმავლობაში, ალბათ მომავალშიც შეიქმნება რაღაც ახალი პრეპარატი, რომელიც უფრო გაუუმჯობესებს ამ ბავშვებს მდგომარეობას. ეს არის ერთობლივი გამარჯვება, ყველასი“, - აღნიშნა მან.
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია.