მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო წყვეტს ინსულინის მიწოდებას ან რაიმე სირთულეა ამ ნაწილში, ეს უბრალოდ არ შეიძლება - მიხეილ სარჯველაძე

news image
mbc image

,,სულ ვამბობ, ყოველთვის ვამბობ და ყველას მოვუწოდებ განსაკუთრებით მედია საშუალებებს, როდესაც ასეთი თემების გაშუქება ხდება ეს ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით არის გასაკთებელი და ვიდრე საკითხში არ ჩაიხედება სიუჟეტს ვინც ამზადებს ისე არ შეიძლება", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა იმედის დილაში, რუბრიკა Business Insider Georgia-ში.

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა საკითხის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ საკითხის სწორი კომუნიკაცია მიზნობრივ სეგმენტთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

,,იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვის, რომელსაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი მათი მშობლებისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და სახელმწიფო წყვეტს ინსულინის მიწოდებას ან რაიმე სირთულეა ინსულინის მიწოდების თვალსაზრისით, ეს უბრალოდ არ შეიძლება, უპასუხისმგებლობაა იმიტომ რომ პანიკაში აგდებს ადამიანებს, ამიტომ სწორი ინფომრაციის მიწოდება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მსოფლიოში არის ორი გლობალური ლიდერი, ორი ან შეიძლება სამიც. ორი გლობალური ლიდერი ევროპის კონტინენტზე, ერთი არის ფრანგული, მეორე დანიური კომპანია. ისინი აწარმოებენ ამ პროდუქტებს, ორივე საქართველოში ხელმისაწვდომია. ერთ-ერთ კომპანიას, დანიურ კომპანიას შეექმნა გარკვეული შეფერხება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დროულად, ძალიან ადრიანად ჩვენს მიერ დაიგეგმა შესყიდვაც, გაფორმებულია ხელშეკრულება, ჰქონდა შეფერხება. პირველი პარტია, რომელიც ჯერ კიდევ მაისის თუ ივნისის დასაწყისში მოწოდებული უნდა ყოფილიყო, იმ პარტიას შეექმნა 15 000 - ის ნაცვლად მოგვაწოდა 7000 და ა.შ. იმედი მაქვს რომ ეს ძალიან სწრაფად აღმოფხვრადი სირთულეებია, რომელიც არამხოლოდ იმედი მაქვს, არამედ ინფორმაცია მაქვს. მე გახლდით ოქტომბერში უშუალოდ მქონდა შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ამ კომპანიასთან. მათ დადეს პირობა რომ ძალიან სწრაფად ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ველოდებით ამ პროცესს. მაგრამ ამავე პროცესში, ზუსტად იგივე ძალიან მაღალი ხარისხის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ გლობალური ლიდერების წარმოებული პროდუქტი საქართველოში აბსოლუტურად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება საკითხს, რომ ცალკეული უხერხულობები შეიძლება ახლდეს მედიკამენტის ჩანაცვლებას ყველა ამ საკითხზე მათ შორის, ჩვენ გვქონდა კიდეც შეხვედრა მშობლების გარკვეულ ნაწილთან. ვთხოვეთ რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია რომ რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს თვითონ ამ პერიოდით ჩანაცვლება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა

29.09.2026.17:03

ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

შეგახსენებთ, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.

სკრინინგ აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა