მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის „ჯივინოსტატთან" ერთად „ვამოროლონის" პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას.

„დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები და გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის", დამატებით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის „ჯივინოსტატთან" ერთად კიდევ ერთი, თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი და ეს იქნება ხელმისაწვდომი სრულიად უფასოდ პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დრეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, რამდენიმე კვირის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას" შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე, სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი.

„ასევე, რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას" შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე, სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და მადლობას ვუხდი ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის მინისტრს ამ საკითხზე წარმატებით მუშაობისთვის" - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image შავ ჭირთან დაკავშირებით არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე

07.10.2026.13:37

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროება არ იკვეთება, თუმცა სახელმწიფო შესაბამისი ზომების მისაღებად მზად არის.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო აქტიურად აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. ინფორმაციას, რომელიც ამ მიმართულებით გროვდება, ძირითადად ისეთი გლობალური თანამშრომლობის პლატფორმიდან ვიღებთ, როგორიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება ამ ეტაპზე აბსოლუტურად არ იკვეთება და არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს.

მთელი მონაცემები, რომლებიც გროვდება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარე ტერიტორიებს ეხება. მიმოსვლის ინტენსივობისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღების საჭიროება ნამდვილად არ იკვეთება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან დაიცავს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა