ECOHOUSE SVANETI - გასტრონომიული, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმი ერთ სივრცეში
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებები ვითარდება.
სვანეთის რეგიონი, ბუნებრივად შთამბეჭდავი ადგილია და შესაბამისად ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდია. თუმცა, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ არის საკმარისი ადგილის ტურისტულად მიმზიდველობისთვის. აქ, უკვე ადგილობრივი მაცხოვრებლების გეგმები, მონდომება და დონორების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ტურისტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას.
პროექტ GRETA-ს დახმარებით დავით ნიკოლოზიანმა სვანეთში სასტუმრო ბიზნესი ეტაპობრივად განავითარა და დღეს მისი საოჯახო სასტუმრო „ECOHOUSE SVANETI“ 10 ოთახს ითვლის.
დავით ნიკოლოზიანმა სვანეთში, ლატალის თემში, სოფელ ლახუშდში, მამა-პაპისეული ტრადიციული სახლის საოჯახო სახლ-სასტუმროდ გადაკეთება გადაწყვიტა. თავიდან 3 ოთახი მოაწესრიგა და ტურისტების მცირე რაოდენობას უმასპინძლა. ყოველწლიურად გაფართოვების მიზნით, მინიმუმ თითო ოთახს ამატებდა და დღეს, დავით ნიკოლოზიანის საოჯახო სასტუმრო „ECOHOUSE SVANETI“ 10 ოთახს ითვლის.
„2020 წელს სრულად გაჩერდა ჩვენი ბიზნესი, სტუმარი საერთოდ არ გვყოლია და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დონორების, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერა. მე მქონდა პროექტი, რომელიც შეეხებოდა როგორც სასტუმროს დამატებითი ნომრებით აღჭურვას და მის ინვენტარს, ასევე ეს იყო სამთო ბილიკების მოსაწყობად და შესანარჩუნებლად საჭირო ტექნიკა“ - ამბობს დავით ნიკოლოზიანი.
„ECOHOUSE SVANETI“ -ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტურისტები სოფლის ავთენტურ გარემოსსრულად გრძნობენ. საუზმეზე სტუმრები მასპინძლის ბოსტანში მოყვანილ პროდუქციას დასასტუმროს ეზოში მდებარე ფუტკრის სკებში მომზადებულ თაფლს აგემოვნებენ. სტუმრებში კი ევროპელი ტურისტები ჭარბობენ. სასტუმროს მეპატრონის თქმით, ეს სწორედ ის ტურისტები არიან, რომლებმაც კარგად იციან სოფლის ავთენტური ეკო-გარემოს გემოც და ფასიც. აქ ფაქტიურად გასტრონომიული, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის პროდუქტები გაერთიანებულია ერთ სივრცეში
“აღმოვაჩინეთ ჩვენი ნიშა, ე.წ. ეკო მიმართულებით, ვინაიდან თითქმის ყველა პროდუქტს ჩვენთვითონ ვაწარმოებდით, მათ შორის ხორცის და რძის ნაწარმს, ანუ თითქმის ყველა საჭიროპროდუქტს, რომლებიც საჭიროა ტურისტების კვებისთვის, ასევე ადგილზე გვყავს ფუტკარი, მოგვყავს ბიო ორგანული კარტოფილი. გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი შეგვეთავაზებინატურისტებისთვის და სახელიც სწორედ აქედან დაიბადა „ECOHOUSE SVANETI“ - აცხადებს დავით ნიკოლოზიანი.
„ბოსტნიდან პირდაპირ მაგიდაზე“ - ესაა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და შეიძლება ითქვას, რომ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის საუკეთესო თანხვედრაა.
განსაკუთრებული შეთავაზებით, რითიც ნიკოლოზიანები ამაყობენ და მათ გარშემო ტერიტორიის მასშტაბით ჯერ-ჯერობით უკონკურენტოა, არის განსხვავებულად მოწყობილი შემინული ოთახი. რომელიც მათთან მისულ ტურისტებს ღია ცის ქვეშ ღამის გატარების იმიტაციას უქმნის. ამ განსაკუთრებული პროდუქტის შექმნისთვის, ევროკავშირს, შვედეთს და ავსტრიას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის.
„ამ ოთახის მოწყობა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ, იმ დროს ფინანსები არ მიწყობდა ხელს. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით, პროექტ “GRETA”-ს მეშვეობით შევძელით მოგვეწყო ოთახი, რომელსაც აქვს შუშის ჭერი, შუშის კედლები და ბუნებასთან ახლოს ყოფნის შეგრძნებებს ტოვებს. - ამბობს დავით ნიკოლოზიანი.
სვანური სამზარეულოს ნატურალური გემოები და ინოვაციური სასტუმრო ოთახიდან სვანეთის დღის და ღამის თვალწარმტაცი ცის ყურება, ეს ის განსაკუთრებული ემოციებია, რომლიც არასდროს ავიწყდება ნებისმიერ სტუმარს და მას უჩნდება სურვილი, რომ გარშემო მყოფებსაც გაუზიაროს სვანეთში მიღებული ჯადოსნური შთაბეჭდილებები.
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
სხვა სიახლეები
მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
26.11.2026.08:51
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეებია.
„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა, არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მშობლად გახდომის უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების უგულებელყოფა. მისი შეფასებით, სუროგაციის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის დაშვება არსებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.
„რასაკვირველია, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევია, რომ მშობლად ყოფნის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში.
ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს, უცხოეთში გაყვანის შემდეგ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, რომ ამის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს ამის კონტროლისთვის, რომ ადევნებდე თვალს შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა, რისკები უზარმაზარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის საფრთხეებზე.
„როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, უზარმაზარია რისკები ქალების ტრეფიკინგის. ალტრუისტულის ნიღაბს ქვეშ შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ. ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან რთულია.
თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი ჩვენ დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%-ით და ზუსტად დაზღვეულები ამ ეტაპზე, ალბათ, არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებია, ძალიან მიზერულია ალბათობა იმისი, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშეთში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.