მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

ECOHOUSE SVANETI - გასტრონომიული, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმი ერთ სივრცეში

news image
mbc image

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებები ვითარდება.

სვანეთის რეგიონი, ბუნებრივად შთამბეჭდავი ადგილია და შესაბამისად ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდია. თუმცა, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ არის საკმარისი ადგილის ტურისტულად მიმზიდველობისთვის. აქ, უკვე ადგილობრივი მაცხოვრებლების გეგმები, მონდომება და დონორების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ტურისტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას.

პროექტ GRETA-ს დახმარებით დავით ნიკოლოზიანმა სვანეთში სასტუმრო ბიზნესი ეტაპობრივად განავითარა და დღეს მისი საოჯახო სასტუმრო „ECOHOUSE SVANETI“ 10 ოთახს ითვლის.

დავით ნიკოლოზიანმა სვანეთში, ლატალის თემში, სოფელ ლახუშდში, მამა-პაპისეული ტრადიციული სახლის საოჯახო სახლ-სასტუმროდ გადაკეთება გადაწყვიტა. თავიდან 3 ოთახი მოაწესრიგა და ტურისტების მცირე რაოდენობას უმასპინძლა. ყოველწლიურად გაფართოვების მიზნით,  მინიმუმ თითო ოთახს ამატებდა და დღეს, დავით ნიკოლოზიანის საოჯახო სასტუმრო „ECOHOUSE SVANETI“ 10 ოთახს ითვლის.

„2020 წელს სრულად გაჩერდა ჩვენი ბიზნესი, სტუმარი საერთოდ არ გვყოლია და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დონორების, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერა. მე მქონდა პროექტი, რომელიც შეეხებოდა როგორც სასტუმროს დამატებითი ნომრებით აღჭურვას და მის ინვენტარს, ასევე ეს იყო სამთო ბილიკების მოსაწყობად და შესანარჩუნებლად საჭირო ტექნიკა“ - ამბობს დავით ნიკოლოზიანი.

„ECOHOUSE SVANETI“ -ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტურისტები სოფლის ავთენტურ გარემოსსრულად გრძნობენ. საუზმეზე სტუმრები მასპინძლის ბოსტანში მოყვანილ პროდუქციას დასასტუმროს ეზოში მდებარე ფუტკრის სკებში მომზადებულ თაფლს აგემოვნებენ. სტუმრებში კი ევროპელი ტურისტები ჭარბობენ. სასტუმროს მეპატრონის თქმით, ეს სწორედ ის ტურისტები არიან, რომლებმაც კარგად იციან სოფლის ავთენტური ეკო-გარემოს გემოც და ფასიც. აქ ფაქტიურად გასტრონომიული, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის პროდუქტები გაერთიანებულია ერთ სივრცეში

“აღმოვაჩინეთ ჩვენი ნიშა, ე.წ. ეკო მიმართულებით, ვინაიდან თითქმის ყველა პროდუქტს ჩვენთვითონ ვაწარმოებდით, მათ შორის ხორცის და რძის ნაწარმს, ანუ თითქმის ყველა საჭიროპროდუქტს, რომლებიც საჭიროა ტურისტების კვებისთვის, ასევე ადგილზე გვყავს ფუტკარი, მოგვყავს ბიო ორგანული კარტოფილი. გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი შეგვეთავაზებინატურისტებისთვის და სახელიც სწორედ აქედან დაიბადა „ECOHOUSE SVANETI“ - აცხადებს დავით ნიკოლოზიანი.

„ბოსტნიდან პირდაპირ მაგიდაზე“ - ესაა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და შეიძლება ითქვას, რომ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის საუკეთესო თანხვედრაა.

განსაკუთრებული შეთავაზებით, რითიც ნიკოლოზიანები ამაყობენ და მათ გარშემო ტერიტორიის მასშტაბით ჯერ-ჯერობით უკონკურენტოა, არის განსხვავებულად მოწყობილი შემინული ოთახი. რომელიც მათთან მისულ ტურისტებს ღია ცის ქვეშ ღამის გატარების იმიტაციას უქმნის. ამ განსაკუთრებული პროდუქტის შექმნისთვის, ევროკავშირს, შვედეთს და ავსტრიას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის.

„ამ ოთახის მოწყობა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ, იმ დროს ფინანსები  არ მიწყობდა ხელს. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით, პროექტ “GRETA”-ს მეშვეობით შევძელით მოგვეწყო ოთახი, რომელსაც აქვს შუშის ჭერი, შუშის კედლები და ბუნებასთან ახლოს ყოფნის შეგრძნებებს ტოვებს. - ამბობს დავით ნიკოლოზიანი.

სვანური სამზარეულოს ნატურალური გემოები და ინოვაციური სასტუმრო ოთახიდან სვანეთის დღის და ღამის თვალწარმტაცი ცის ყურება, ეს ის განსაკუთრებული ემოციებია, რომლიც არასდროს ავიწყდება ნებისმიერ სტუმარს და მას უჩნდება სურვილი, რომ გარშემო მყოფებსაც გაუზიაროს სვანეთში მიღებული ჯადოსნური შთაბეჭდილებები.

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“

08.06.2026.15:14

JCI აკრედიტებულმა კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი გახსნა - სივრცე, რომელიც სრულიად ახალ მასშტაბსა და პაციენტზე მორგებულ გამოცდილებას შექმნის. 

კავკასიის მედიცინის ცენტრის მრავალპროფილური სამედიცინო ეკოსისტემა  განახლებული ჰაბის ფორმატში პაციენტს მომსახურების უფრო ინტეგრირებულ, თანამედროვე მოდელს სთავაზობს. ერთ სივრცეში წარმოდგენილი 30-მდე საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო სერვისის ერთობლიობა უზრუნველყოფს კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყოველი ეტაპი პაციენტისთვის მაქსიმალურად მარტივად და კოორდინირებულად წარიმართოს. ჰაბის უმთავრესი უპირატესობა მულტიდისციპლინური მუშაობის მოდელია - სხვადასხვა დარგის წამყვანი ექიმები კონსილიუმის პრინციპით ერთიანდებიან, რათა თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის გეგმა სწრაფად და კოორდინირებულად განისაზღვროს. 

ცენტრი აქტიურად ავითარებს ციფრულ სერვისებსაც. ონლაინ პლატფორმა www.cmchospital.geპაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად დაჯავშნონ ექიმთან ვიზიტები და კვლევები, რაც ადგილზე სერვისების მიღებას ბევრად სწრაფს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის. ციფრული პირადი კაბინეტი კი ყველა სამედიცინო დოკუმენტს და ჩატარებულ კვლევას ერთ სივრცეში აერთიანებს.

განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის დიზაინი ბუნებასთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენებით არის შექმნილი. სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს პაციენტისთვის უფრო მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნას და განსხვავებული გამოცდილების გაზიარებას. 

გარემოსა და მომსახურების განახლებული მიდგომა დაედო საფუძვლად კავკასიის მედიცინის ცენტრის ახალ საკომუნიკაციო კამპანიასაც - „მთავარი შენ ხარ“.  გზავნილი გამოხატავს ცენტრის მნიშვნელოვან პრინციპს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პროცესის ცენტრში პაციენტი და მისი ინდივიდუალური საჭიროებები დგას.  ამ ხედვის გარშემო ერთიანდება წამყვანი სამედიცინო პროფესიონალების გუნდი, რომელიც პაციენტს ცხოვრების ყველა ეტაპზე თან ახლავს - როგორც სანდო მრჩეველი და მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველმყოფელი.   

კავკასიის მედიცინის ცენტრი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ჰოლისტური მიდგომით აერთიანებს და ჯანმრთელობის მართვას, ერთიან, უწყვეტ პროცესად განიხილავს. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ჰაბი და ძლიერი ქირურგიული სერვისები ერთ სივრცეში ქმნის უნიკალურ სამედიცინო ეკოსისტემას, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს დროულად, კომფორტულად და ხარისხიანად მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება.  კავკასიის მედიცინის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სერვისების განვითარებას და ინოვაციურ განახლებას, რათა მუდმივად გააუმჯობესოს პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო გამოცდილება. 

კავკასიის მედიცინის ცენტრი - მთავარი შენ ხარ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა