მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

გიორგი მარიამიძე, ტექ ინდუსტრია, საინვესტიციო მიმზიდველობა და საქართველოს პოზიციები

news image
mbc image

როგორია Galt & Taggart - გალტ & თაგარტის მიმდინარე ეკონომიკური პროგნოზები - მშპ-ს ზრდა, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, გაცვლით კური, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები | George Abashishvili-ის მიმოხილვა

#ბიზნესინსაიდერისაქართველო -ს სტუმარი გიორგი მარიამიძე | Tech Association of Georgia-ის და Skillwill Swiss College - ის დამფუძნებელი

რომელი გლობალური ტექნოლოგიური ტენდენციები განსაზღვრავს დღეს ტექ ინდუსტრიის განვითარებას

საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის მიმდინარე მდგომარეობა | მთავარი კონკურენტული უპირატესობა

ბოლო წლებში ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტორების მიდგომა შეიცვალა | რამდენად მიმზიდველია საქართველო ტექნოლოგიური ინვესტიციებისთვის

გამოქვეყნდა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ICT Development Index (IDI) 2026 | როგორია საქართველოს პოზიცია

რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური კომპანია შეიქმნას და ადგილობრივმა სტარტაპებმა უფრო წარმატებით შეძლონ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა

რა არის Tech Association of Georgia ასოციაციის მიმდინარე და წლის პრიორიტეტები

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

21.10.2026.10:51

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.

ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა.

ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.

ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში.

ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

https://ncdc.ge/#/blog/blog-list/e71d1821-ae8b-46d7-b568-fb40f3ac2c6f

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა