მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

გრიპის სეზონის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მდგომარეობა ნორმალურია და პანიკის მიზეზი არ არსებობს - ჯანდაცვის მინისტრი

news image
mbc image

„გრიპის ვირუსის სეზონის მოსვლასთან ერთად ბუნებრივია მატულობს მაჩვენებლები - ეს ყოველწლიურად ასე ხდება და ბუნებრივია, წლევანდელი წელიც გამონაკლისი ვერ იქნებოდა. არავის ასეთი მოლოდინი არ ჰქონია, თუმცა მაჩვენებლები არის ისეთი, რომელიც არამც თუ რაიმე საგანგაშოს არ მოასწავებს, არამედ ობიექტურად არავითარი მიზეზი რეალურად არ არსებობს რაიმე სერიოზული დასკვნების გაკეთებისთვის. ვითარება და მდგომარეობა სტაბილურია“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ გრიპის სეზონისთვის სექტორი სრულად მზადაა.

„მთლიანად ყველა სექტორი, რომლის მოვალეობაც არის გამკლავება ვირუსთან და ნებისმიერ დაავადებასთან, ბუნებრივია, მოწოდების სიმაღლეზეა. მზად არის იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ამ თვალსაზრისით დღეს არავითარი პანიკის მიზეზი ობიექტურად არ არსებობს. ვითარება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ნორმალური და ის სრულად ექვემდებარება კონტროლს.  

მინდა, შესაძლებლობით ვისარგებლო კვლავ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი, ერთის მხრივ, აცრის მეშვეობით, ხოლო მეორეს მხრივ, ჰიგიენის წესებიდან დაწყებული ექიმისთვის მიმართვით დამთავრებული. ყველა ამ წესის დაცვით, რა თქმა უნდა ისინი იქნებიან თავიდან ბოლომდე სრულფასოვნად დაცულები.  სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული და არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით ობიექტურად არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე

04.09.2026.15:13

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში. 

მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა