ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სახლს ესტუმრა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინე წაქაძესთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორ რუსუდან კოხოძესთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცა.
მცირე საოჯახო ტიპის სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს, როგორც 24 საათიან ზრუნვას, ისე საექთნო მომსახურებასა და ფსიქოსოციალურ დახმარებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში გაიხსნა.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.