ჯანდაცვის მინისტრი DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წელს აჯამებს - რამდენად წარმატებულია სისტემა
„DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული დაგაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდშიმიაღწია“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროგრესსა და წარმატებებს მიაღწია.
„საქართველოში DRG-ის დანერგვის შემდეგ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტების მიერძალიან ბევრი შეფასებები გაკეთდა. DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია.
ფასწარმოქმნა, მეთოდოლოგია და სხვა საკითხები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს ჩვენმოგონილი არაა. ეს საერთაშორისო, კარგად აპრობირებული გადახდის სისტემებია და ზუსტადიმავეს გადმოტანა მოვახდინეთ საქართველოში.
არის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო 15,20, 25 ათას ლარს იხდის.
ჩვენ 1 წლის თავზე ვხედავთ რომ სისტემა ძალიან წარმატებულია. სახელმწიფო ხარისხის ხარჯზეარანაირ დაზოგვას არ აკეთებს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოქალაქეებს მაღალი ხარისხისსამედიცინო მომსახურება მიეწოდოს და ამ ყველაფერში ადეკვატური ტარიფები გადავიხადოთ“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სხვა სიახლეები
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
16.09.2026.11:35
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.