ჯანდაცვის სამინისტრო: 6 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს - ორი პაციენტი ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას
6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან.
„საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა.
სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
სხვა სიახლეები
დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს
29.04.2026.08:36
ჯანდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. მიხეილ სარჯველაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ, რომელიც ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა. მათ ჯანდაცვის მინისტრს 24 შეკითხვა გაუგზავნეს.
კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.