მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

ჯანმომ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მაგალითად დაასახელა

news image
mbc image

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მოდელად აღიარა. ორგანიზაციის 2026 წლის ჰეპატიტების გლობალურ ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ინფექციის ტვირთის მკვეთრი შემცირების კუთხით.

დოკუმენტში შეფასებულია ევროპის რეგიონში ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები და არსებული გამოწვევები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაავადების დაძლევა მტკიცე პოლიტიკური ნების, მასშტაბური ტესტირებისა და საყოველთაო მკურნალობის უზრუნველყოფით.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) აივ/შიდსის, ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და ტუბერკულოზის სამმართველოს უფროსმა, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხებზე ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია წერეთელმა:

„საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ აჩვენა, რომ ელიმინაცია მხოლოდ მიზანი კი არა, რეალურად მიღწევადი შედეგია. ტესტირების გაფართოებით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფითა და თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მკვეთრად შევამცირეთ ქვეყანაში C ჰეპატიტის ტვირთი. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს პროგრესს, როდესაც ჰეპატიტი ეროვნული პრიორიტეტი ხდება“.

ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ლიდერობას აღნიშნული მიმართულებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის რეგიონის ქვეყნებს, დაძლიონ ბარიერები და გამოიყენონ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მისაღწევად.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა

30.10.2026.20:23

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.

ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.

მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა