ჯემალ ინაიშვილი | საქართველოს როლი საერთაშორისო სატრანსპორტო და საზღვაო კავშირების განვითარებაში
ეკონომიკის სამინისტროსა და მსხვილ ჩინურ ჰოლდინგ Shenzhen Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა | მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას - მარიამ ქვრივიშვილი
#ბიზნესინსაიდერისაქართველო-ს სტუმარი - ჯემალ ინაიშვილი | ,,თბილისის მშრალი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
საქართველოს როლი საერთაშორისო სატრანსპორტო და საზღვაო კავშირების განვითარებაში
საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარებაში
საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები და საჭიროებები
სატრანსპორტო, საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები
მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციისა და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა საქართველოს რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და შესაძლებლობები
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.