მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“

news image
mbc image

JCI აკრედიტებულმა კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი გახსნა - სივრცე, რომელიც სრულიად ახალ მასშტაბსა და პაციენტზე მორგებულ გამოცდილებას შექმნის. 

კავკასიის მედიცინის ცენტრის მრავალპროფილური სამედიცინო ეკოსისტემა  განახლებული ჰაბის ფორმატში პაციენტს მომსახურების უფრო ინტეგრირებულ, თანამედროვე მოდელს სთავაზობს. ერთ სივრცეში წარმოდგენილი 30-მდე საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო სერვისის ერთობლიობა უზრუნველყოფს კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყოველი ეტაპი პაციენტისთვის მაქსიმალურად მარტივად და კოორდინირებულად წარიმართოს. ჰაბის უმთავრესი უპირატესობა მულტიდისციპლინური მუშაობის მოდელია - სხვადასხვა დარგის წამყვანი ექიმები კონსილიუმის პრინციპით ერთიანდებიან, რათა თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის გეგმა სწრაფად და კოორდინირებულად განისაზღვროს. 

ცენტრი აქტიურად ავითარებს ციფრულ სერვისებსაც. ონლაინ პლატფორმა www.cmchospital.geპაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად დაჯავშნონ ექიმთან ვიზიტები და კვლევები, რაც ადგილზე სერვისების მიღებას ბევრად სწრაფს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის. ციფრული პირადი კაბინეტი კი ყველა სამედიცინო დოკუმენტს და ჩატარებულ კვლევას ერთ სივრცეში აერთიანებს.

განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის დიზაინი ბუნებასთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენებით არის შექმნილი. სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს პაციენტისთვის უფრო მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნას და განსხვავებული გამოცდილების გაზიარებას. 

გარემოსა და მომსახურების განახლებული მიდგომა დაედო საფუძვლად კავკასიის მედიცინის ცენტრის ახალ საკომუნიკაციო კამპანიასაც - „მთავარი შენ ხარ“.  გზავნილი გამოხატავს ცენტრის მნიშვნელოვან პრინციპს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პროცესის ცენტრში პაციენტი და მისი ინდივიდუალური საჭიროებები დგას.  ამ ხედვის გარშემო ერთიანდება წამყვანი სამედიცინო პროფესიონალების გუნდი, რომელიც პაციენტს ცხოვრების ყველა ეტაპზე თან ახლავს - როგორც სანდო მრჩეველი და მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველმყოფელი.   

კავკასიის მედიცინის ცენტრი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ჰოლისტური მიდგომით აერთიანებს და ჯანმრთელობის მართვას, ერთიან, უწყვეტ პროცესად განიხილავს. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ჰაბი და ძლიერი ქირურგიული სერვისები ერთ სივრცეში ქმნის უნიკალურ სამედიცინო ეკოსისტემას, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს დროულად, კომფორტულად და ხარისხიანად მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება.  კავკასიის მედიცინის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სერვისების განვითარებას და ინოვაციურ განახლებას, რათა მუდმივად გააუმჯობესოს პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო გამოცდილება. 

კავკასიის მედიცინის ცენტრი - მთავარი შენ ხარ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა

30.10.2026.20:23

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.

ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.

მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა