კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
კავკასიის მედიცინის ცენტრი გთავაზობთ კარდიოლოგიურ სასწრაფო დახმარების სერვისს, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური შემთხვევებისთვის.
სერვისი აგებულია პაციენტების დროული და უსაფრთხო მართვის სისტემაზე. გუნდი ადგილზე აფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უზრუნველყოფს პროფესიულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაციას კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც მაღალპროფესიონალური მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან მოხდება ჩაღრმავებული და მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური კვლევების, ინტერვენციული ან/და ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრის ჩატარება.
JCI აკრედიტაციის მფლობელ კავკასიის მედიცინის ცენტრში, კარდიოლოგიური მიმართულების გუნდს ხელმძღვანელობენ სულხან ლომინაძე, სოფო წიქარიშვილი და ნათია ნაზღაიძე.
ვიან კარდიოს გუნდი, სატრანსპორტო საშუალებები და ბრიგადისთვის სპეციალურად აღჭურვილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს სერვისის უწყვეტ და პროფესიონალურ ფუნქციონირებას. შედეგად, პაციენტის მკურნალობის გზა სრულად კოორდინირებული პროცესით იმართება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ემერჯენსი სერვისთან პარტნიორობით.
პაციენტისთვის სათანადო კარდიოლოგიური შეფასება და რეაგირება გადამწყვეტია. დროული სამედიცინო დახმარება მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს გართულებების რისკს. ვიან კარდიო - 24/7-ზე კარდიოლოგიური მომსახურება თქვენს მისამართზე: 2 600 600.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.