მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა - გაგრძელდება მსჯელობა და რა წამს მზად იქნება გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება მიღებული l მიხეილ სარჯველაძე

news image
mbc image

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა. ამ საკითხებზე კვლავ გაგრძელდება მსჯელობა და რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ მზად იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებისთვის, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ. 

მიხეილ სარჯველაძემ მშობლებთან შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

„ვფიქრობთ, ეს შეხვედრა ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო იყო იმის გათვალისწინებით, რაზეც პირველივე დღეებიდან ვსაუბრობთ - ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ორგანიზაციებთან და მშობლებთან მუშაობა. ამ თვალსაზრისით, მართლაც ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მზადდებოდეს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას მუშაობა დასჭირდება. მინისტრის განცხადებით, ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს. 

„სწორედ ამას ვსაუბრობთ პირველივე დღიდან და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკითხები, რომელთან დაკავშირებული ხედვაც მოვისმინეთ მშობლებისგან, ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს. არ არის მარტივი აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან საუბარია ოთხი ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი აბსოლუტურად თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. მე ადრეც აღვნიშნე, რომ დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით გარკვეული, ნაკლები კითხვები არსებობს, დანარჩენებთან მიმართებით მეტია ეს კითხვები და ა.შ.“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ყველაფერი დეტალურ ანალიზს საჭიროებს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აუცილებელია იმის განსჯა, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამის მიხედვით იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული. 

„იყო საუბარი ისეთ საკითხებზეც, რომელიც ეხებოდა, მაგალითად, პოლიტიკოსების მხრიდან ამის არასწორად გამოყენებას და ა.შ., ბუნებრივია, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ, უპირველესად, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო თითოეული იმ პაციენტისთვის, ვისაც უნდა ემსახურებოდეს ისინი. 

მომდევნო შეხვედრების დროს, მათ შორის, იქნება საუბარი, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორი იქნება საჭიროებები, სად რა ეტაპზე ვართ, როგორ გავაგრძელოთ კიდევ ერთმანეთთან კომუნიკაციაც და სხვა. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმის მიხედვით, თუ რა არის ყველაზე მეტად სასარგებლო პაციენტებისთვის, ვისაც ეს რეალურად უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე

04.09.2026.15:13

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში. 

მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა