მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიხეილ სარჯველაძე, ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, გამართულ მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს

news image
mbc image

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მიხეილ სარჯველაძემ, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსია ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, წარმატებული ინიციატივების გამოვლენისა და მისი ფართო მასშტაბით განხორციელების წახალისების მიზნით გაიმართა.

მაღალი დონის შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, აღნიშნა, რომ სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს   ჯანმრთელობაზე კლიმატური გავლენის საზომი სისტემის შექმნაზე,  გავლენის შემსუბუქებასა და ადაპტაციის ინსტრუმენტების დანერგვაზე.

„ჯანდაცვის სამინისტრო არის წამყვანი უწყება მრავალვექტორული გეგმის განხორციელებაში, რომელიც ეხება თბური ტალღების მართვას, რაც გასულ წელს, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით იქნა მიღებული. ეს გეგმა მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, საზოგადოების ინფორმირებას თბური  ტალღებისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების საშუალებით, ჩვენ შევძელით კლიმატისა და ჯანმრთელობის მონაცემების შეგროვებისა და ანალიტიკის მიმართულებების განვითარება. აღნიშნული მონაცემები, მომავალში, ჯანდაცვის სექტორში კლიმატური ცვლილებების საკითხებზე ჩვენი პოლიტიკის ფორმირებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ, მრგვალი მაგიდის ფორმატის, სამმხრივ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.  პანელური დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტებს წარმომადგენლებმა, კლიმატისადმი მედეგი მომავლისათვის, მწვანე სამუშაოებში ინვესტირებასა და ადამიანური რესურსის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ, განვითარებადი ინდუსტრიის მოთხოვნების საპასუხოდ, აუცილებელია სამუშაო ძალის საჭირო უნარებით აღჭურვა/გადამზადება.

„ჩვენი საერთო გამოწვევაა, შევქმნათ მდგრადი მომავალი, რომელიც არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებას ებრძვის, არამედ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებსაც უქმნის.

მწვანე სამუშაოები არის ღირსეული სამუშაოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის საქმეში. ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, მოქალაქეების, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, დასაქმების ხელშეწყობაა. დასაქმების სერვისები მოიცავს პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) პროგრამებს, ასევე დასაქმების მაძიებლებს ვეხმარებით სამუშაოს შერჩევაში, ჩვენი ციფრული პლატფორმა „Worknet“-ის მეშვეობით. დამატებით, ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, რათა ეს სერვისები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მწვანე სამუშაოებისთვის საჭირო უნარების გამოვლენა და მხარდაჭერა, რაც დაგვეხმარება დავაკავშიროთ შრომის ბაზრის მოთხოვნები და სამუშაო ძალის შესაძლებლობები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მაღალი დონის შეხვედრებში, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე მონაწილეობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე

26.11.2026.08:51

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეებია.

„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა, არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მშობლად გახდომის უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების უგულებელყოფა. მისი შეფასებით, სუროგაციის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის დაშვება არსებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

„რასაკვირველია, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევია, რომ მშობლად ყოფნის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში.

ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს, უცხოეთში გაყვანის შემდეგ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, რომ ამის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს ამის კონტროლისთვის, რომ ადევნებდე თვალს შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა, რისკები უზარმაზარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის საფრთხეებზე.

„როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, უზარმაზარია რისკები ქალების ტრეფიკინგის. ალტრუისტულის ნიღაბს ქვეშ შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ. ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან რთულია.

თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი ჩვენ დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%-ით და ზუსტად დაზღვეულები ამ ეტაპზე, ალბათ, არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებია, ძალიან მიზერულია ალბათობა იმისი, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშეთში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა