მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

მიხეილ სარჯველაძე, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ანგარიშით წარსდგა

news image
mbc image

„მოგეხსენებათ რომ საქართველოს გაცხადებული, დეკლარირებული, პრიორიტეტული მიმართულება არის ევროპული სტანდარტების დამკვიდრება ჩვენს სახელმწიფოში და მთავარი გზამკვლევი ამ მიზნით, გახლავთ სწორედ ასოცირების შეთანხმება“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ისაუბრა.  ყურადღება გაამახვილა  „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონისა და მისი მიხედვით შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, რომელიც დონორთა შერჩევას, სისხლის კომპონენტების შეგროვების წესს და სხვა პროცედურებს განსაზღვრავს. მინისტრის თქმით, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილით ხდება აღნიშნულ აქტებზე მუშაობა. ასევე, აღნიშნა, რომ „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ და „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის მიხედვით, მიმდინარეობს, შესაბამისი, კანონქვემდებარე აქტების შემუშავება. ყურადღება გაამახვილა, ინოვაციურ ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის ახალ წესზე, რომლითაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს მიერ, მწარმოებლისგან, პირდაპირი მოლაპარაკებითა და სპეციალური პირობებით მედიკამენტების შესყიდვა, რაც პაციენტისთვის, მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. აღნიშნა, რომ შემუშავდა კანონის პროექტი „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ, ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან და ახლო მომავალში,  შესაძლებელი იქნება მისი ინიცირება. მინისტრის თქმით, მომზადებულია ცვლილებები კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების მიმართულებითაც, დაგეგმილია შემდგომი პროცედურების ინიცირება და პროცესი სექტორთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გაგრძელდება. მიხეილ სარჯველაძემ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. აღნიშნა, რომ დოკუმენტი, ჯერ კიდევ, წინა მოწვევის პარლამენტშია წარმოდგენილი და მისი განხილვები მიმდინარეობს, რომელიც აქტიურ ფაზაში გადავა. 

„ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, არ არის პროცესი, სადაც უბრალოდ რაღაც ეტაპს უნდა მიაღწიო, დახურო და დაივიწყო. ეს არის ის სფერო და დიდი პოტენციალი, რომ რეალურად ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ დადებითი ცვლილებები. ასოცირების შეთანხმებას, წინ უძღოდა დიდი, ხანგრძლივი მოლაპარაკებები,  ის რაც ქვეყნისთვის სასარგებლო, აუცილებლად განსახორციელებელი იყო რა თმა უნდა მოხვდა ასოცირების დღის წესრიგში. 

ჩვენი ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მაღალი  ტემპით,  ამას მოწმობს როგორც ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე აბსოლუტურად დადებითია შეფასება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით.  პრაქტიკულად ყველა კვლევა მოწმობს იმას, რომ ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით, მისი მდგრადობის გასაუმჯობესებლად, სწორი ნაბიჯები იდგმება და სწორად ვითარდება მთლიანად სექტორი. ამაზე მეტყველებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვიდან - დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები, თუნდაც ბოლოს, ონკოლოგიური მიმართულებით, ლიმიტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თუ სხვა“,  - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

21.10.2026.10:51

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.

ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა.

ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.

ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში.

ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

https://ncdc.ge/#/blog/blog-list/e71d1821-ae8b-46d7-b568-fb40f3ac2c6f

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა