მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

მიხეილ სარჯველაძემ ჩინეთში პირველადადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

ჯანდაცვის მინისტრმა ჩინეთში, პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სრულ ციკლში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკის ინტეგრირებაზე ილაპარაკა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი დაავადებათა პრევენციის, მათი ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების მართვის, რეაბილიტაციისა და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის საფუძველია. შესაბამისად, სწორედ ის წარმოადგენს საწყის რგოლს მთლიან სისტემაში უსაფრთხო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ინტეგრირებისთვის.

„საქართველოში ამჟამად ვატარებთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველ რეფორმას, რომლის მიზანია ჯანდაცვის სისტემის ძირითადად მკურნალობაზე ორიენტირებული მოდელიდან უფრო პრევენციულ, პროაქტიულ და ადამიანზე ორიენტირებულ მოდელზე გადასვლა.

ამ ჩარჩოს ფარგლებში ვხედავთ შესაძლებლობას, როგორ შეიძლება, ჩვეულებრივ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, მეცნიერულად დადასტურებულმა ტრადიციულმა და კომპლემენტარულმა მედიცინამ ხელი შეუწყოს, მაგალითად, რეაბილიტაციას და გარკვეული ქრონიკული მდგომარეობების მართვას.

თუმცა წარმატებული ინტეგრაცია მხოლოდ დამატებითი მომსახურებების დანერგვით არ მიიღწევა. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები და მმართველობის ძლიერი სისტემა.

პირველ რიგში, ინტეგრაცია უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტებისთვის რეალური და გაზომვადი სარგებელი. მეორე - პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლებმა უნდა შეინარჩუნონ წამყვანი როლი პაციენტთა მკურნალობისა და მოვლის კოორდინაციაში. ამისთვის საჭიროა პაციენტთა გადამისამართების მკაფიო მექანიზმები და სხვადასხვა პროფილის ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და მესამე - აუცილებელია სათანადო მონიტორინგის სისტემების დანერგვა და უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, რათა მიღწეული შედეგები მდგრადი იყოს და შესაძლებელი გახდეს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ინოვაციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძემ ჩინეთში პირველადადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

26.10.2026.16:07

ჯანდაცვის მინისტრმა ჩინეთში, პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სრულ ციკლში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკის ინტეგრირებაზე ილაპარაკა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი დაავადებათა პრევენციის, მათი ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების მართვის, რეაბილიტაციისა და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის საფუძველია. შესაბამისად, სწორედ ის წარმოადგენს საწყის რგოლს მთლიან სისტემაში უსაფრთხო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ინტეგრირებისთვის.

„საქართველოში ამჟამად ვატარებთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველ რეფორმას, რომლის მიზანია ჯანდაცვის სისტემის ძირითადად მკურნალობაზე ორიენტირებული მოდელიდან უფრო პრევენციულ, პროაქტიულ და ადამიანზე ორიენტირებულ მოდელზე გადასვლა.

ამ ჩარჩოს ფარგლებში ვხედავთ შესაძლებლობას, როგორ შეიძლება, ჩვეულებრივ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, მეცნიერულად დადასტურებულმა ტრადიციულმა და კომპლემენტარულმა მედიცინამ ხელი შეუწყოს, მაგალითად, რეაბილიტაციას და გარკვეული ქრონიკული მდგომარეობების მართვას.

თუმცა წარმატებული ინტეგრაცია მხოლოდ დამატებითი მომსახურებების დანერგვით არ მიიღწევა. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები და მმართველობის ძლიერი სისტემა.

პირველ რიგში, ინტეგრაცია უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტებისთვის რეალური და გაზომვადი სარგებელი. მეორე - პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლებმა უნდა შეინარჩუნონ წამყვანი როლი პაციენტთა მკურნალობისა და მოვლის კოორდინაციაში. ამისთვის საჭიროა პაციენტთა გადამისამართების მკაფიო მექანიზმები და სხვადასხვა პროფილის ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და მესამე - აუცილებელია სათანადო მონიტორინგის სისტემების დანერგვა და უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, რათა მიღწეული შედეგები მდგრადი იყოს და შესაძლებელი გახდეს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ინოვაციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა