ოქტომბრიდან ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიარტრიული მომსახურების სტანდარტები - ზურაბ აზარაშვილი
2023 წლის ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე მეტაბოლური და ბარიარტრიული მომსახურების სტანდარტები, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა თითოეული ამ ცვლილების და ახლად დაწესებული სტანდარტების მიზნებზეც ისაუბრა.
„გვსურს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული პროგრამა მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ბენეფიციარებზე. წლიურად 150 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე და კმაყოფილი იყოს მომსახურებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
რაც შეეხება ბარიარტრიულ ქირურგიას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგულირების მექანიზმის სრულყოფა დღის წესრიგში, სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დადგა.
„სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.