მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება

news image
mbc image

დღეს, ჩვენ საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მის ხანგრძლივ დიდ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო, პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და საავადმყოფო, ათწლეულების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში.

„დღეს, ჩვენ ვიწყებთ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ცენტრალური საუნივერსიტეტო  კლინიკის თვისებრივ განახლებას. რეალურად, ვიწყებთ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის 1973 წელს გაიხსნა, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მრავალპროფილური საავადმყოფო.  აქ, ათწლეულების განმავლობაში, ფუნქციონირებდა სხვადასხვა პროფილის განყოფილებები, მოღვაწეობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები; კლინიკაში ათწლეულების განმავლობაში მრავალი პროფესიონალი ექიმი აღიზარდა. კლინიკა ასევე იყო მძლავრი საგანმანათლებლო დაწესებულება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო ბაზა; ფუნქციონირებდა 14 კლინიკური კათედრა.  რესპუბლიკური საავადმყოფო, წლების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში. როგორც წესი, საქართველოში პირველად სწორედ აქ ხდებოდა სიახლეების, ნოვატორული მიდგომებისა თუ მეთოდების დანერგვა. დამოუკიდებლობის მოპოვების ურთულეს პერიოდებში, სწორედ ის წარმოადგენდა მთავარ სამედიცინო დაწესებულებას ქვეყანაში.

დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ამ ხანგრძლივ დიდ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო, პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ახალი საავადმყოფოებისა და სამედიცინო ბლოკების მშენებლობასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მთლიანი ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მთლიანი ტერიტორია სამედიცინო დანიშნულებით იქნება გამოყენებული და მოემსახურება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს.

„თავის დროზე, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ შეიძლებოდა, ამ ტერიტორიის ნაწილი გამოყენებულიყო არასამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადავხედეთ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ მთლიანი ტერიტორია, სწორედ, სამედიცინო დანიშნულებით იქნას გამოყენებული. ეს ყველაფერი უნდა მოემსახუროს, რა თქმა უნდა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე

26.11.2026.08:51

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეებია.

„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა, არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მშობლად გახდომის უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების უგულებელყოფა. მისი შეფასებით, სუროგაციის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის დაშვება არსებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

„რასაკვირველია, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევია, რომ მშობლად ყოფნის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში.

ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს, უცხოეთში გაყვანის შემდეგ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, რომ ამის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს ამის კონტროლისთვის, რომ ადევნებდე თვალს შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა, რისკები უზარმაზარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის საფრთხეებზე.

„როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, უზარმაზარია რისკები ქალების ტრეფიკინგის. ალტრუისტულის ნიღაბს ქვეშ შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ. ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან რთულია.

თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი ჩვენ დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%-ით და ზუსტად დაზღვეულები ამ ეტაპზე, ალბათ, არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებია, ძალიან მიზერულია ალბათობა იმისი, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშეთში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა