მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება“ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია - ზურაბ ჩიკვილაძე

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით,  დედაქალაქის ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამებს კიდევ ერთი ახალი ქვეპროგრამა  - „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება“ ემატება. 

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, პროგრამის დაფინანსება 300 000 ათასი ლარით განისაზღვრება. 

„ქვეპროგრამის ამოქმედება 2025 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება. აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად  რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას ისახავს, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია. 

ერთი პაციენტის წლიური მკურნალობის კურსი  12 ფლაკონს მოიცავს, თითოეულის ღირებულება კი 1,570 ლარია. დაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება: სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,001-ს, უზრუნველყოფილია მედიკამენტების სრული,  100%-იანი დაფინანსება;  დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მედიკამენტების ღირებულების 80%-იან თანადაფინანსებას. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი სოციალური ინიციატივების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“,  - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე. 

მისივე თქმით, ახალი ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ დაავადების სამკურნალო აუცილებელი და  ძვირადღირებული მედიკამენტები დაფინანსდება. 

„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, აუტოიმუნური ანთებითი დაავადებაა, რომელიც  სახსრების შეუქცევად დაზიანებას, დეფორმაციასა და ფუნქციური უნარის დაქვეითებას იწვევს. დაავადების შეუფერხებელი მიმდინარეობის შემთხვევაში მაღალია შშმ პირის სტატუსის შეძენის რისკი. თანამედროვე მედიკამენტოზური თერაპიის დროული დანიშვნა კი საშუალებას იძლევა დაავადების აქტიურობა შემცირდეს, დადგეს რემისია და პაციენტმა სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს“, -  აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა

30.10.2026.20:23

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.

ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.

მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა