სადაზღვევო სექტორის განვითარება უნდა მიყვებოდეს საერთო ეკონომიკურ ტენდენციებს - დევი ხეჩინაშვილი
დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო ბაზარზე არსებული ზრდის ტენდენციებზე საუბრობს, რომლის პარალელურად საგულისხმო გამოწვევბსაც ასახელებს, რომელზე მუშაობაც მისი ხედვით ეფექტიანი იქნება სექტორის განვითარებისათვის. 2024 წლის ტენდენციებსა და სამომავლო საჭიროებებზე Business Insider Georgia სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელს დევი ხეჩინაშვილს ესაუბრა.
„ჩვენ ჯერ დადასტურებული ციფრები ვიცით ცხრა თვის. წლის ბოლო ციფრები გვეცოდინება მარტის ბოლოს. 9 თვის მონაცემებით, ჯამში რომ შევხედოთ არის საკმაოდ კარგი 20%-იანი ზრდა, რომელიც თავისთავად, არის არაჩვეულებრივი", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისი შეფასებით, სადაზღვევო ბაზარზე რამდენიმე საკვანძო საკითხი იკვეთება, რომელზე მუშაობაც მნიშვნელოვნად დააქარებდა ინდუსტრიის განვითარებას.
სავალდებულო დაზღვევა რჩება საკვანძო საკითხად წლების განმავლობში. არა უბრალოდ იმიტომ რომ აქედან რაღაცა შემოსავალს ელის სადაზღვეო ინდუსტრია, არამედ ეს არის ყველა ქვეყანაში. ამავდროულად, ეს არის საკვანძო საკითხი სადაზღვევო ფიქრის, სადაზღვევო ჩვევების დანერგვაში. იმიტომ რომ დღეს საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი (1 700 000) მანქანაა რეგისტრირებული, როემლთაგან დაზღვეულია 120 000. აქვე, უცნაურია ჩვენთან არსებული რეგულირება, რომელიც შეეხება შემდეგს: თუ ადამიანი, რომელიც ეკონომიკურად აქტიურია, შრომობს, ქმნის დოვლათს და არის საყოველთაო პროგრამის ბენეფიციარი, და გადაწყვეტს რომ გაიუმჯობესოს თავისი სამედიცინო მომსახურება ის კარგავს საყოველთაო პროგრამას, იმ სიკეთეს რომელიც თითქოს საყოველთაოა. ჩვენ იმედი გვაქვს რომ მიდგომა შეიცვლება, რაც თავისთავად სტიმულს მისცემს ბაზარსაც მაგრამ რაც მთავარია ადამიანებს გაუადვილებს ჯანდაცვის დაფინანსებას. ეს არის მთავარი. ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ცვლილებების განხორციელება“, - ამბობს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი.
დევი ხეჩინაშვილის ხედვით, სექტორის განვითარება მჭიდრო კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან .
„სექტორის გამოწვევა ყოველთვის არის დაკავშირებული ეკონომიკის განვითარებასთან. ეს არის უდაო. შეუძლებელია რომ სექტორს ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური განვითარება თუ ეკონომიკა იწევს სტაგნაციაში - ეს არის მთავარი გამოწვევა “, განმარტავს სადაზღვევო ასოციაციისხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.
სადაზღვეო სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება. ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი სავალდებული დაზღვევის შემოტანაა ისევე, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაშია.
„მე გეუბნებით ორი მსხვილი საკითხია. ერთი ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სავალდებულო დაზღვევების შერჩეული შემოტანა, ისევე როგორც ყველგან. ყველააფერი ძირითადად, დაკავშირებულია მესამე პირის პასუხისმგებლობასთან, სადაც ის პირი რომელიც არ არის არაფერში ჩართული ზიანდება. ავტო მფლობელის პასუხისმგებლობას აქვს გადამწყვეტი როლი. მე ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის დასაფინანსებლდ სახელმწიფო პროგრამების და სადაზღვეო პროგრამების სინერგია უნდა შევქმნათ“, - აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.
მისი მოსაზრებით, დიგიტალიზაციის როლი და მნიშვნელობა სადაზღვევო სექტორის განვითარებაში ფუნდამენტურია.
„სადაზღვევო სექტორის განვითარება უნდა მიყვებოდეს, კარგია რო უსწრებდეს საერთო ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, სადაც დიგიტალიზაცია ზოგადად არის მთავარი ლოზუნგი და მთავარი შედეგის მომცემი“, - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.
სხვა სიახლეები
ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს l მიხეილ სარჯველაძე
05.08.2026.16:41
„პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობითა და გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, რომ ქართველ პაციენტებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ მედიკამენტზე წვდომა ჰქონოდათ. ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა.
მისივე განცხადებით, ახალი პრეპარატი პაციენტებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.
„პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც, საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის ფინანსური მიზეზებითაც“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად თანამშრომლობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობელთა ორგანიზაციასთან, კლინიცისტებთან და მომწოდებელ ორგანიზაციებთან.
„ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია, კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.