მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.8
-0.0016
flag
AZN 1.543
-0.001
flag
CNY 38.854
0.0008
flag
EUR 3.026
0.0041
flag
GBP 3.5315
0.0031
flag
KZT 55.85
0.0029
flag
TRY 0.0551
-0.0001
flag
USD 2.6229
-0.001
news banner

საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან - ჯანმოს გენერალური დირექტორი

news image
mbc image

საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია, მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან, - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოსთვის მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭებას გამოეხმაურა.

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ მალარიის აღმოფხვრისთვის მიზანმიმართული და მდგრადი ნაბიჯები გადადგა, შედეგად კი, მსოფლიოს იმ 45 ქვეყანასა და 1 ტერიტორიას შორის მოხვდა, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახეს და მალარიისგან თავისუფალი სერტიფიცირება მიენიჭათ. 

საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას დიდ მიღწევად აფასებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგეც. მისი თქმით, საქართველოს წარმატებით, WHO-ს ევროპის რეგიონი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მსოფლიოში პირველი მალარიისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსის მიღებას.

„ეს შედეგი ძალისხმევის გარეშე არ ჩნდება. ის შესაძლებელი გახდა ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების, პერსონალის ერთგულებისა და პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მალარიის ყველა შემთხვევის ეფექტური მკურნალობის მიზანმიმართული ძალისხმევის წყალობით“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა. აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. 

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, WHO-მ საქართველო მალარიისგან თავისუფლად აღიარა. როგორც სამუშაო პროცესის დროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მალარიის აღმოფხვრისა და სერტიფიცირების ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოს გააჩნია კარგად ფუნქციონირებადი და სათანადოდ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა. მათივე თქმით, აღსანიშნავია, ქვეყანაში, აქტიური თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორებს შორის და პოლიტიკური ნება, მალარიისგან თავისუფალი სტატუსის შესანარჩუნებლად.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს l მიხეილ სარჯველაძე

05.08.2026.16:41

„პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობითა და გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, რომ ქართველ პაციენტებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ მედიკამენტზე წვდომა ჰქონოდათ. ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა. 

მისივე განცხადებით, ახალი პრეპარატი პაციენტებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი. 

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.

„პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც, საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის ფინანსური მიზეზებითაც“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად თანამშრომლობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობელთა ორგანიზაციასთან, კლინიცისტებთან და მომწოდებელ ორგანიზაციებთან.

„ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია, კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა