სახელმწიფო ინოვაციურ და იშვიათ მედიკამენტებს პრადაპირი კონტრაქტებით იყიდის - მინისტრი
სახელმწიფო ინოვაციურ და იშვიათ მედიკამენტებს პრადაპირი კონტრაქტებით იყიდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრლების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სახელმწიფო აფთიაქს ნამდვილად არ ვქმნით, თუმცა ზოგადად რამდენიმე ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს. ქვეყანაში კერძო აფთიაქებთან ერთად, სახელმწიფო აფთიაქებიც არსებობს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ხდება იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტების შეძენა, სადაც ფარმა ბიზნესს შეიძლება არ ჰქონდეს ინტერესი ან ჰქონდეს არასწორი ინტერესი, როგორც მაგალითისთვის აღვნიშნე 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირად ყიდიან მედიკამენტებს.
ამის შედეგად ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ კონსულტაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე ვმოქმედებთ. მეას პირდაპირი კონტრაქტები ჩვენ არ მოგვიგონია. ეს არის იმ საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაცია, ვინც გვეხმარება რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვაში და ზოგადად ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
სხვა სიახლეები
03.08.2026.08:12
მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში - თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“
31.07.2026.17:52
მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
მიქელაძის თქმით, თვითონ ტერმინი, პროგრესირებადი დისტროფია ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სწორედ ამ დაავადებების პროგრესირებას.
„მთავარი მიზანი რა არის, რომ შესაბამისად ამ მხნის განმავლობაში, ალბათ მომავალშიც შეიქმნება რაღაც ახალი პრეპარატი, რომელიც უფრო გაუუმჯობესებს ამ ბავშვებს მდგომარეობას. ეს არის ერთობლივი გამარჯვება, ყველასი“, - აღნიშნა მან.
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია.