მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

საყოველთაო ჯანდაცვასა და სადაზღვევო ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის არაერთი შესაძლებლობა არსებობს - ნინა კობახიძე

news image
mbc image

ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და მოქალაქეებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსიის „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში განაცხადა.

მისი შეფასებით, ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარების პროცესში სადაზღვევო ინდუსტრიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და კერძო დაზღვევას შორის თანამშრომლობის არაერთი მიმართულება არსებობს.

„ძალიან საინტერესო ფორმატი იყო, ისევე როგორც სხვა თემები, დღესაც მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ – ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარების ახალი შესაძლებლობები, სადაც სადაზღვევო ინდუსტრია ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქნა წარმოჩენილი. საყოველთაო ჯანდაცვისა და სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით არსებობს მთელი რიგი გადაკვეთის წერტილები, სადაც სახელმწიფომ და სადაზღვევო ინდუსტრიამ ერთობლივად უნდა იზრუნონ მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის შეთავაზებაზე“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.

მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში არაერთი ინიციატივა გაჟღერდა, მათ შორის სადაზღვევო სექტორის როლის გაძლიერების მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის მართვის პროცესში კერძო სადაზღვევო კომპანიების უფრო აქტიური ჩართულობაა.

„ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ სახელმწიფომ სადაზღვევო ინდუსტრია დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის მართვის მნიშვნელოვან რგოლად განიხილოს. საჭიროა როლების გადანაწილებაზე შეთანხმება, რათა მხოლოდ უკვე დამდგარი დაავადებების მკურნალობის დაფინანსებაზე არ ვიყოთ კონცენტრირებული და მოქალაქეებისთვის პრევენციული ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გავხადოთ“, – აღნიშნა მან.

ნინა კობახიძის განმარტებით, მსგავსი მიდგომა, ერთი მხრივ, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებასა და ფინანსურ მდგრადობას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, მოქალაქეებს უფრო მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს.

მისივე ინფორმაციით, ფორუმზე განხილული ინიციატივების შემდგომი განვითარებისა და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის მიზნით უახლოეს დღეებში თანამშრომლობის ახალი ფორმატების გამართვა იგეგმება.

„ეს, ერთი მხრივ, ინდუსტრიის განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო შეძლებს მოქალაქეებისთვის უფრო მეტი სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას. უახლოეს დღეებში უკვე დაიგეგმა ახალი ფორმატები, სადაც ჩვენი ინიციატივების სახელმწიფო სტრუქტურებამდე მიტანას შევძლებთ. ნამდვილად მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო კერძო სადაზღვევო სექტორის როლს ხედავს ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსია „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე და სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი ქვეყნის უმსხვილესი პლატფორმაა საჯარო-კერძო დიალოგისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

13.11.2026.10:52

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრა თემაზე – „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ასევე, განიხილეს ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფა, სისტემის ეფექტიანობის ზრდა და ჯანდაცვის სექტორში ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერძო სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობის საკითხსაც. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის ეფექტიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სისტემის განვითარებისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი სწორედ პაციენტისთვის უკეთესი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურებოდეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა