სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება, 3 წლით, შეუჩერა.
აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6000-დან 16000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
სხვა სიახლეები
მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში - თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“
31.07.2026.17:52
მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
მიქელაძის თქმით, თვითონ ტერმინი, პროგრესირებადი დისტროფია ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სწორედ ამ დაავადებების პროგრესირებას.
„მთავარი მიზანი რა არის, რომ შესაბამისად ამ მხნის განმავლობაში, ალბათ მომავალშიც შეიქმნება რაღაც ახალი პრეპარატი, რომელიც უფრო გაუუმჯობესებს ამ ბავშვებს მდგომარეობას. ეს არის ერთობლივი გამარჯვება, ყველასი“, - აღნიშნა მან.
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია.