მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

სამინისტროს აქვს მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომლითაც შესაძლებლობა გვაქვს ონლაინ რეჟიმში აღმოვაჩინოთ კლინიკების მხრიდან დაფიქსირებული დარღვევები ან გადაცდომები - ილია ღუდუშაური

news image
mbc image

ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნაა. ასევე, არის პაციენტების შეცდომაში შეყვანის ან თანაგადახდის გაზრდის შემთხვევები. თუმცა, ასეთ ფაქტებზე მკაცრი და დროული რეაგირება გვაქვს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა. 

მისივე განმარტებით, სამინისტროს მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი აქვს, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება რა სერვისებს აწვდიან კლინიკები პაციენტებს.

„ამ სისტემით შესაძლებლობა გვაქვს ონლაინ-რეჟიმში აღმოვაჩინოთ თუ კი რაიმე დარღვევა დაფიქსირდება. ჩვენ ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც გარკვეული დარღვევები ან გადაცდომები ფიქსირდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევები, თანდათან უფრო იკლებს. 

DRG სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, რამდენიმე კლინიკას საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი, ზოგიერთს კი ნაწილობრივ შეეზღუდა გარკვეული სერვისების მიწოდების უფლება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე განმარტებით, გამოვლენილი დარღვევების გამო სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები პაციენტებისთვის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით არანაირ პრობლემას არ ქმნის. 

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჯამში, 300-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. კლინიკები გაძლიერებული კონტროლის შემთხვევაში მეტად მოტივირებულები იქნებიან, რომ ხარისხი გააუმჯობესონ და პაციენტს შესაბამისი სერვისი შესთავაზონ, რაც საერთო ჯამში, გააჯანსაღებს ჯანდაცვის სექტორს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პროექტმა 10 თვის შეჯამებისას დადებითი შეფასება მიიღო“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში - თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“

31.07.2026.17:52

მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.

მიქელაძის თქმით, თვითონ ტერმინი, პროგრესირებადი დისტროფია ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სწორედ ამ დაავადებების პროგრესირებას. 

„მთავარი მიზანი რა არის, რომ შესაბამისად ამ მხნის განმავლობაში, ალბათ მომავალშიც შეიქმნება რაღაც ახალი პრეპარატი, რომელიც უფრო გაუუმჯობესებს ამ ბავშვებს მდგომარეობას. ეს არის ერთობლივი გამარჯვება, ყველასი“, - აღნიშნა მან.

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა