მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

საქართველოს ბანკის ახალი კამპანია სისხლის უანგარო დონაციის მხარდასაჭერად

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, კრეატიულ სააგენტო ვინდფორსთან და სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციასთან ერთად, ახალ ინიციატივას ახორციელებს. თავდაპირველად შიდა კამპანიის სახით დაწყებული პროექტი, საბოლოოდ, მასშტაბურ საზოგადოებრივ ინიციატივად იქცა, რომელიც 8400 თანამშრომელს, მათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აძლევს შესაძლებლობას, გაერთიანდნენ პროგრამაში და ხელი შეუწყონ ქვეყანაში სისხლის უანგარო დონორობის კულტურის განვითარებას.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა პლატფორმა blooddonors.bog.ge შექმნა, სადაც პოტენციურ დონორებს შეუძლიათ, გაიარონ რეგისტრაცია და დააფიქსირონ საკუთარი მზაობა. საჭიროების შემთხვევაში, სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაცია მათ სისხლის ჯგუფისა და ლოკაციის გათვალისწინებით დაუკავშირდება.

ამასთან, საქართველოს ბანკი საკუთარ თანამშრომლებსა და მათ ახლობლებს, სისხლის ჯგუფის დადგენის შესაძლებლობას აძლევს, ამ მომსახურების საფასურს კი სრულად დაფარავს ბანკი.

8400 ერთისთვის - “ჩვენს ერთობას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია”

საქართველოს ბანკში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა და ერთმანეთის გამხნევებაც კი დიდი ძალაა, მიუხედავად იმისა, დააკმაყოფილებს თუ არა პოტენციური დონორი სისხლის დონაციის პირობებს.

„ჩვენს ერთობას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

როგორც საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდის უფროსი, ირაკლი აბესაძე განმარტავს, ინიციატივა ემსახურება არა მხოლოდ თანამშრომლების, არამედ მათი ახლობლებისა და საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომლებიც მზად არიან, გადამწყვეტ დროს, უანგაროდ გაიღონ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.

„ბანკის შიგნით ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ერთიანობისა და ერთმანეთზე ზრუნვის კულტურა მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს, ის ქმედებებში აისახოს. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს, მათ ახლობლებს და ნებისმიერ მსურველს მისცემდა შესაძლებლობას, წინასწარ დაეფიქსირებინათ მზადყოფნა სისხლის გასაღებად. მთავარი მოტივაცია კი ისეთი სისტემის შექმნა გახდა, რომელიც დახმარების სურვილსა და საჭიროებას ერთმანეთთან სწრაფად და ეფექტიანად დააკავშირებდა, რაც რეალური ღირებულების შექმნას შეუწყობდა ხელს.

რა შედეგს ელოდებით ამ ინიციატივისგან მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?

მოკლევადიან პერიოდში, ველით, რომ პლატფორმაზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დარეგისტრირდება და სისხლის დონაციის პროცესი უფრო ორგანიზებული და სწრაფი გახდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ჩვენი მიზანია, რომ სისხლის უანგარო დონორობა.

საქართველოში იქცეს ყოველდღიური სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კულტურად - იყოს არა როგორც ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც ყოველდღიურობა. 

სწორედ ამიტომ, გვინდა, რომ ეს პლატფორმა გახდეს ერთგვარი ხიდი ადამიანებს შორის, სადაც ტექნოლოგია, ღირებულებები და თანამშრომლობა ერთიანდება სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნავს ირაკლი აბესაძე, საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდის უფროსი.

როგორც Business Insider Georgia-ს „ვინდფორსის“ უფროსმა ქოფირაითერმა მარიამ კოღო ჩარგაზიამ განუცხადა, ახალი პლატფორმის ფარგლებში უკვე ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს მზაობა სხვისი დახმარებისთვის და გაიღოს სისხლი.

„საქართველოს ბანკი ბევრ სხვადასხვა შიდა კამპანიასა და ინიციატივას ახორციელებს, რომელთა მთავარი მიზანი თანამშრომლების მხარდაჭერა, მათთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების შექმნაა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი სწორედ სისხლის უანგარო დონაციის კამპანიაა, რომელიც თავდაპირველად შიდა ინიციატივის სახით დაიწყო და თანამშრომლების შემდეგ, ყველა მსურველი გააერთიანა. 

კამპანიაზე მუშაობის დროს, „ვინდფორსის“ კრეატიული გუნდისთვის მთავარი ინსაითი ჩვენივე ყოველდღიურობიდან გამომდინარეობდა - ჩვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ახლობლებს თუ საერთოდ უცნობ ადამიანებს ჩვენ ირგვლივ ხშირად დასჭირვებიათ კონკრეტული ჯგუფის სისხლი, რომლის მობილიზებაც, ძირითად შემთხვევებში, სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებით ხდებოდა. თავის მხრივ კი, მსგავსი „მოდელი“ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სწრაფი რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის ჩართულობით, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე დიდი ხანია მუშაობენ, ახალი პლატფორმის მექანიკა მოვიფიქრეთ, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს მზაობა სხვისი დახმარებისთვის და გაიღოს სისხლი იქ და იმ დროს, როცა ეს სიცოცხლისთვის არის საჭირო.

კამპანიის მთავარი მესიჯი სწორედ ერთიანობაზე დგას - გვსურდა, კამპანიას ერთიანობის ძალა გამოეხატა, ის, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, მათ შორის კი მათი მხარდაჭერაც, ვინც ამჟამად ვერ აკმაყოფილებს დონაციის წესებს. ამ ადამიანების ერთიანობას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - სწორედ ეს გახდა მთავარი გზავნილის ინსპირაციაც - 8400 ერთისთვის. საქართველოს ბანკი - საქართველოსთვის. კომპანიის მხრიდან, მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც რეალურ პრობლემას ეხმიანება, ბრენდის პასუხისმგებლობისკენ მიუთითებს, ჩვენთვის კი, ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნო პროცესია ისეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც დადებითი ცვლილების მომტანია. თუკი ჩვენი კამპანია ერთ სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს და ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს იქნება ამ ინიციატივაში ჩართული თითოეული ადამიანის, თითოეული დონორის, თითოეული მხარდამჭერის ერთობლივი წარმატება“, - განმარტავს „ვინდფორსის“ უფროსი ქოფირაითერი.

როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოს ბანკის კამპანია სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის მისიაც საქართველოში სისხლის 

უანგარო დონორობის კულტურის გაძლიერებაა. ორგანიზაციის გუნდი დონაციას აღიქვამს როგორც ერთ-ერთ სუპერძალას – სიცოცხლის გადარჩენის უნარს.

სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის დირექტორი, მელანო დურმიშიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას ამბობს, რომ სისხლის უანგარო დონაცია დონორისთვის უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია.

„დონაციამდე ყველა პოტენციური დონორი გადის მოკლე სამედიცინო შემოწმებას, რაც გულისხმობს, რომ დონაციის პროცესი ხშირად ეხმარება ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის უფრო კარგად კონტროლში. გარდა ამისა, წელიწადში რეგულარულად რამდენიმეჯერ სისხლის ჩაბარებას გრძელვადიანად დიდი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის და პრევენციას უკეთებს ქრონიკულ დაავადებებს.  ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ, მაინც ის სიხარულია, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში დახმარების შესაძლებლობას გულისხმობს. მით უფრო, კი იმის გაანალიზება, რომ იმ კონკრეტულ მომენტში შენ იყავი ის ადამიანი ვინც ნამდვილად სასიცოცხლო დახმარება გაუწია უცნობს, რადგან ამ ეტაპზე სისხლის ჩამნაცვლებელი პრეპარატი ჯერ არ არსებობს. 

დონორი უნდა იყოს ჯანმრთელი, თავს კარგად გრძნობდეს და არ ჰქონდეს ინფექცია ან სხვა მწვავე დაავადება. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ასაკი უნდა იყოს 18-65 წელი, მინიმალური წონა - 50 კგ. დონაციის დღეს საჭიროა მსუბუქი საუზმე, ბევრი სითხე და ალკოჰოლის თავიდან აცილება. მძიმე ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული. პროცედურა სრულად უმტკივნეულოა და ტარდება ერთჯერადი ინსტრუმენტებით. წინასწარ ტარდება სამედიცინო შემოწმება, რაც გულისხმობს წნევის და ჰემოგლობინის გასინჯვას.  დონაციის შემდეგ საჭიროა მეტი სითხის მიღება და 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლისა და მძიმე დატვირთვისგან თავის შეკავება. სხვა ყველაფერი კი, ჩვეულებრივად, გარდა იმისა რომ უკვე ადამიანისთვის სასიცოცხლო დახმარება გექნებათ გაწეული“, - აცხადებს  მელანო დურმიშიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ბანკის კამპანია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სისხლის უანგარო დონაციაზე ინფორმაციის  გასავრცელებლად, საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და რაც მთავარია, ჩვენი პატარა აგურის გასამყარებლად ევროპულ გზაზე.  

„გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მაქსიმალურად ყველა დეტალი იყო გათვალისწინებული და კომუნიკაციაც ყველა სტანდარტის დაცვით შესრულდა. ასევე გვახარებს ისიც, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმო უშუალოდ კომპანიის კულტურის ნაწილსაც და იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად უანგაროდ დაეხმარებიან პაციენტებს, ხელს შეუწყობენ სამუშაო გრაფიკითაც. განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული ნაწილი მიღებული პრაქტიკაა და ყოველთვის გვინდოდა ადგილობრივადაც ჩვენს რეალობაშიც მომხდარიყო.  აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში კი გვჯერა, ისეთივე ძლიერები და ყოჩაღები ვართ, როგორი მეგობრები და პარტნიორებიც გვყავს. შესაბამისად, ისეთი ბრენდის გვერდში დგომა, როგორიც საქართველოს ბანკია, ჩვენთვის ასმაგად მნიშვნელოვანი, საინტერესო და საპასუხისმგებლოა.

შესაბამისად, ის რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შესაძლოა ათასობით ადამიანი დაემატოს ჩვენს სუპერგმირების არმიას, ეს ზრდის ალბათობას რომ საჭირო დროს, საჭირო ლოკაციაზე, საჭირო 

სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები უფრო ორგანიზებულად ვიპოვოთ. აღნიშნული ჩვენს ეფექტურობაზე მნიშვნელოვნად აისახება და დაგვეხმარება, სინათლის სიჩქარით შევასრულოთ ჩვენი მთავარი მისია - გადავარჩინოთ ჩვენთვის სრულიად უცნობი, თუმცა სხვებისთვის საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, სისხლის უანგარო დონაციის გზით“. - აცხადებს „სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის” დირექტორი, მელანო დურმიშიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს l მიხეილ სარჯველაძე

05.08.2026.16:41

„პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობითა და გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, რომ ქართველ პაციენტებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ მედიკამენტზე წვდომა ჰქონოდათ. ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა. 

მისივე განცხადებით, ახალი პრეპარატი პაციენტებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი. 

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.

„პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც, საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის ფინანსური მიზეზებითაც“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად თანამშრომლობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობელთა ორგანიზაციასთან, კლინიცისტებთან და მომწოდებელ ორგანიზაციებთან.

„ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია, კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა