მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

საზღვარგარეთ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა დავიწყეთ - ზურაბ აზარაშვილი

news image
mbc image

ზურაბ აზარაშვილმა, თურქეთში, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მოინახულა. არასრულწლოვანები, თურქეთში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან და მათ მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა. 2-მა შესაბამისი სერვისი უკვე მიიღო და ქვეყანაში დაბრუნდა. 7 პაციენტი თურქეთში მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი ისრაელში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში” მკურნალობს. პროგრამა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისარელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა“ და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

“დავიწყეთ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა საზღვარგარეთ და დღეისათვის მშობლებს შეუძლიათ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში უმკურნალონ ბავშვებს, ამასთან, მოვინახულეთ ჩვენი პატარა პაციენტები, ვნახეთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე ვნახეთ, თუ როგორ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში მკურნალობენ, ვფიქრობ, ეს არის იმის გარანტია, რომ ამ ბავშვებს მაღალი დონის მკურნალობა მიეწოდებათ და ძალიან მალე გამოჯანმრთელებულები დაუბრუნდებიან საქართველოს”, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პროტონოთერაპიას.

პროგრამას  ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდი“ ახორციელებს. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში - თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“

31.07.2026.17:52

მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.

მიქელაძის თქმით, თვითონ ტერმინი, პროგრესირებადი დისტროფია ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სწორედ ამ დაავადებების პროგრესირებას. 

„მთავარი მიზანი რა არის, რომ შესაბამისად ამ მხნის განმავლობაში, ალბათ მომავალშიც შეიქმნება რაღაც ახალი პრეპარატი, რომელიც უფრო გაუუმჯობესებს ამ ბავშვებს მდგომარეობას. ეს არის ერთობლივი გამარჯვება, ყველასი“, - აღნიშნა მან.

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა