ცნობილია, როდის გადავა ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში წლის ბოლოს გადავა.
„ვფიქრობ, წლის ბოლომდე აღჭურვის კუთხით, სრულად მზად იქნება და ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა“, - განაცხადა მინისტრმა.
ინფექციურ საავადმყოფო ახალი მისამართზე ლუბლიანის 70-ში განთავსდება.
საავადმყოფოსთვის 11-სართულიანი ახალი შენობა ნაყიდია, სახელმწიფომ 2020 წლის სექტემბერს მასში 11 მილიონი დოლარი გადაიხადა .
სხვა სიახლეები
მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში - თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“
31.07.2026.17:52
მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში, - განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
მიქელაძის თქმით, თვითონ ტერმინი, პროგრესირებადი დისტროფია ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სწორედ ამ დაავადებების პროგრესირებას.
„მთავარი მიზანი რა არის, რომ შესაბამისად ამ მხნის განმავლობაში, ალბათ მომავალშიც შეიქმნება რაღაც ახალი პრეპარატი, რომელიც უფრო გაუუმჯობესებს ამ ბავშვებს მდგომარეობას. ეს არის ერთობლივი გამარჯვება, ყველასი“, - აღნიშნა მან.
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია.