უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს - მიხეილ სარჯველაძე
„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უნგრულ მხარესთან, გამოცდილების გაზიარება მომავალში ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
“დღეს, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის, რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია, იმისთვის, რომ ორმხრივად საინტერესო შესაძლებლობები, უფრო კარგად წარმოჩინდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოჰყვეს ამას კონკრეტული შედეგები, რომელსაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იგრძნობს .
უნგრეთს აქვს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, როგორც ფარმაცევტიკის მიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო, როგორც საუნივერსიტეტო მიმართულებით, ისე ფარმაცევტიკის მიმართულებით.
ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა, ტრანსპლანტაციის მიმართულებით. ბევრი ეს თემა იქნა მიმოხილული ორმხრივი შეხვედრის დროს.
უნგრულმა მხარემ არაჩვეულებრივი მასპინძლობა აჩვენა. ყველა სექტორული მიმართულებით ეს ჩარჩო, ანუ მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი, რომელიც ნებისმიერი კარის გაღებას ამარტივებს. აღნიშნული, ძალიან სასარგებლოა და საინტერესოა. ეს სამომავლო განვითარების ერთ ერთი მთავარი არხია ქვეყნისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ყველა სექტორული მიმართულებით მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.