მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

ზურაბ ჩიკვილაძემ „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში შეხვედრა გამართა. 

ზურაბ ჩიკვილაძე რევმატოლოგთა ლიგის პრეზიდენტს, ნინო ცისკარიშვილს, რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირის თავმჯდომარეს, ინგა მამუჩიშვილს და დედაქალაქის სხვა და სხვა კლინიკების ექიმ-რევმატოლოგებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული ქვეპროგრამის მნიშვნელობაზე, ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურებზე და განხორციელების მექანიზმზე ისაუბრეს. 

“პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო დედაქალაქის მერიამ და მისი მხარდაჭერის გამო დიდ მადლობას ვუხდით მერს, კახა კალაძეს. უმნიშვნელოვანესი პროგრამა ამოქმედდა დღეიდან, ის ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს ტკივილს.  ერთი  ადამიანის ამ პროგრამით უზრუნველყოფა და სერვისის მიწოდება დაახლოებით 25 ათასი ლარით ფინანსდება“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.     

აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად ისახავს რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად უაღრესად მნიშვნელოვანია. 

დაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება: სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,001-ს, უზრუნველყოფილია მედიკამენტების სრული, 100%-იანი,დაფინანსება; დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი  მედიკამენტების ღირებულების 80%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image დიუშენისა და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება - მიხეილ სარჯველაძე

15.10.2026.10:37

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით უნდა ვთქვა და მშობლებმაც აღნიშნეს, ერთ-ერთი პირველი ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ევროპული ქვეყანა ჯერჯერობით თავს იკავებს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ ორი მედიკამენტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პროცესს ხელი შეუწყო დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის სრულყოფის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ მაისის ბოლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც.

„ეს ის მედიკამენტებია, რომლებზეც პირველად, როდესაც ამ თემაზე საჯაროდ გავმართე ბრიფინგი, ვილაპარაკე და მაშინვე ვთქვი, რომ ორი მედიკამენტი იყო, რომელთა შეძენაზეც გადაწყვეტილების მიღება პერსპექტიულად გამოიყურებოდა.

სხვათა შორის, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს ამავე მედიკამენტებზე - ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე გადაწყვეტილება იმხანად მიღებული არ ჰქონდა. მაისის ბოლოს NICE-მა მიიღო გადაწყვეტილება, რამაც, რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიხსნა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებების მიღება უფრო გაგვიმარტივა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების შეძენის გარდა, მნიშვნელოვანია პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, მკურნალობის სწორად დაგეგმვა და მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება.

ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც ილაპარაკა. აღნიშნა, რომ ინოვაციური პრეპარატის გაცემა, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფომ შეიძინა, უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„პარალელურად, როდესაც დიუშენის სინდრომზე დავიწყეთ მუშაობა, მე რაც მივედი სამინისტროში, ძალიან სწრაფად დაიძრა საკითხი ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებითაც. იქაც საკმაოდ დიდი სამუშაო და შრომა გავწიეთ. ბუნებრივია, როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ ამის შეძენის ობიექტური წინაპირობები და საჭიროება არსებობდა, გადაწყვეტილება არ გადაგვიდია და მივიღეთ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა