მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.3
-0.006
flag
AZN 1.5541
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0027
flag
EUR 3.0237
0.0093
flag
GBP 3.528
0.0059
flag
KZT 55.82
0.0011
flag
TRY 0.0564
-0.0002
flag
USD 2.6415
-0.0009
news banner

მნიშვნელოვანია ბიზნესმა განაგრძოს ზრდა და განვითარება, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ჩვენი მხრიდან მოხდა დაახლოებით 9 ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელიც ახდენს ფასის გაძვირებაზე პირდაპირ ეფექტს. ჩვენ ძალიან გულწრფელად და პირდაპირ წარვუდგინეთ ამ კვლევის შედეგები კერძო სექტორის წარმომადგენლებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ფასების რეგულირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესმა განაგრძოს ზრდა და განვითარება, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს შორის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა განაგრძოს ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თითოეული სექტორის განვითარება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს არის კომისიის მთავარი ამოცანა, რომ კერძო სექტორთან ერთად ჩვენ ვნახოთ სწორი ბალანსი, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი, რადგან გვაქვს რეალურად შეხება და საუბარი პირველადი საჭიროების სამომხმარებლო პროდუქციაზე, მედიკამენტებზე, საწვავზე და მეორეს მხრივ არის ბიზნესი, რომელსაც სჭირდება განვითარება და შემოსავალი.

ვხედავთ კერძო სექტორის მხრიდან მზაობას და ყოველი შეხვედრის ბოლოს მათი მხრიდან ვისმენთ არაერთ ინიციატივას, თუ როგორ შეიძლება მათი მხრიდან მოხდეს ფასების გაიაფება. ჩვენი პოზიცია კვლავ უცვლელია, რომ მოხდება თითოეული ამ შემოთავაზების ისევე როგორც ალტერნატიული გზების დამუშავება იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგი, რომელიც პირდაპირ პასუხობს ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესების უზრუნველყოფას და დაცვას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა საწვავის ფასების რეგულირებაზეც.

„გავუზიარეთ ჩვენი შეხედულება კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ვუთხარით, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებით სამომხმარებლო პროდუქციისგან, საწვავის მიმართულებით საქართველო უფრო იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნები, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ საერთო ძალისხმევით მოძებნადია რესურსები, რითაც შეგვიძლია დამატებით გავაიაფოთ საწვავის ფასები“, - განმარტა ქვრივიშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფრაზები
image ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას ქართული ბიზნესის მიმართ - სოსო ფხაკაძე

07.02.2026.11:33

,,ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას ქართული ბიზნესის მიმართ, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა