მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 9%-ით, განხორციელდა $1 მილიარდ 800 მილიონის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 110 ქვეყანაში, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია უკვე $577 მილიონის პროდუქცია - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 9%-ით, განხორციელდა 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 110 ქვეყანაში, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია უკვე 577 მილიონი დოლარის პროდუქცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წარმატებით ხორციელდება მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროგრამები.

„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს კონკრეტულად სოფლის მეურნეობის განვითარება. 2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 9%-ით, შეადგინა 19.8 მილიარდი ლარი და ეს ყველაფერი არის სწორედ ამ ინვესტიციების შედეგი. განხორციელდა 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 110 ქვეყანაში, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი, 10%-იანი ზრდა ჰქონდა ამ კუთხითაც გასული წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია უკვე 577 მილიონი დოლარის პროდუქცია და ამ მონაკვეთში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გვაქვს 13.6% ზრდა.

წარმატებით ხორციელდება მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. გაიცა 945 მილიონი ლარის 5581 სესხი 4792 უნიკალურ ბენეფიციარზე. აგროდაზღვევის პროგრამა - 4832 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 8875 პოლისი, დაზღვეულ იქნა 8800 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი და 94 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 7 მილიონ ლარზე მეტი.

ასევე პროექტი „დანერგე მომავალი“ აქტიურად ხორციელდებოდა. 416 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 92 მილიონი ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 27 მილიონი ლარი. მხარდაჭერამ მოიცვა 2560 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. ასევე ხორციელდებოდა გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი. 13 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება, ინვესტიციამ შეადგინა 14.4 მილიონი ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება იყო 4 მილიონ 300 ათასი ლარი. აღარ ჩამოვთვლი ყველა პროგრამას, ეს არის მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა, კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების პროგრამა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა და მრავალი სხვა პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მთლიანად ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს ჩაბარდა 340 000 ტონა ყურძენი და 2012 წელთან შედარებით, როდესაც მთლიანი მაჩვენებელი იყო 52 000 ტონა, გაიზარდა 340 000 ტონამდე.

„გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა 2445 ჰექტარ ფართობზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ილტოს წყალსაცავის პროექტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის. დასრულდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გამოცხადდა ტენდერი დეტალური საინჟინრო პროექტის შესამუშავებლად.

წარმატებით ჩატარდა რთველი 2025. ჩაბარდა 340 000 ტონა ყურძენი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლისთვის, როცა ნულოვანი მხარდაჭერა იყო მევენახეობის მიმართ, მთლიანი მაჩვენებელი იყო 52 000 ტონა, რაც გაიზარდა 340 000 ტონამდე. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 268 მილიონი დოლარი და აქაც 2012 წელს მაჩვენებელი იყო 65 მილიონი. ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მთლიანობაში ქვეყანამ შარშან მიიღო 550 მილიონი დოლარის შემოსავალი.

2026 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. 3%-ით გაიზარდა სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. დაწესდა ღვინის ეროვნული დღე. ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი და „ღვინის დღით“ სათანადო პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძვირფას კულტურას. მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს ამ ინიციატივისთვის და მთლიანად, გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას - ირაკლი კობახიძე

26.06.2026.17:56

ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, გეგმები ძალიან ამბიციურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.

„ასევე ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რასაც ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი სამ ძირითად აეროპორტზე, საერთაშორისო აეროპორტზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი მგზავრით იგეგმება ნაკადის გაზრდა.

ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას და ეს ყველაფერი ასევე ხელს უწყობს, ბუნებრივია, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები და ამასთან ერთად პრინციპულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კავშირების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი, მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გასული თვეების განმავლობაში, მათ შორის ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ახლა გვაქვს დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გავაფორმებთ. საქართველოს ეწვევიან ასევე უზბეკეთის და თურქმენეთის ლიდერები. ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გვაქვს უმაღლეს დონეზე ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და ეს არის ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული და რა თქმა უნდა, ბოლომდე გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა