2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში - ირაკლი ღარიბაშვილი
წვევამდელებისთვისაც. გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავდაცვის კოდექსით დარეგულირდება „გირჩის" ინიციატივა, რომლის შედეგადაც ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში იქნა შეყვანილი.
„მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის კოდექსი. ამაზე ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობდით. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის კოდექსი, რომელიც ბევრ საკითხს აწესრიგებს. პირველი მინდა გამოვყო ე.წ. მავნებლური „გირჩის" ინიციატივა, რომლის შედეგადაც ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი და არასწორ გზაზე იქნა დაყენებული. ჩვენ ამით დავასრულეთ „გირჩის" მავნებლობა. ეს ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ასევე მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ზოგადად, წვევამდელებისთვისაც. გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში. სხვადასხვა უწყებიდან მოგვყავს წვევამდელები და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მოხდება გაწვევა.
შევიმუშავეთ ეფექტური კურსები. 6 თვიანი კურსი. მინიმალური იქნება 6 თვიანი კურსი. ასევე არის 8 და 12 თვიანი კურსები, იმის მიხედვით, ვის როგორი გეგმები აქვს და სამომავლო კარიერა როგორ უნდა, რომ დაგეგმოს. ასე, რომ წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში, თავდაცვის სამინისტროში. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც კიდევ ერთხელო მინდა განვმარტო ჩვენი ახალგაზრდებისთვის არის ის, მრომ ჩვენ კოდექსში გავითვალისწინეთ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტს შეეძლება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. წლის განმავლობაში ერთი თვე დაჰყოს სამხედრო ბაზაზე და გაიაროს საბაზისო თეორიული და პრაქტიკული მომზადება. ეს მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 4 წლის მანძილზე სტუდენტს შეეძლება, რომ ჯამში დაჰყოს ჯარში 4 თვე ჯამში და ამის შემდეგ ჩაეთვლება ნამსახურებად და მიიღებს სამხედრო მოწმობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა.
რაც მთავარია, ამ კოდექსით შეიქმნება რეზერვის მყარი საფუძველი. ჩვენი გათვლებით, სულ რაღაც 3-4 წელიწადში, წელიწადში მოვამზადებთ 9-10 ათას წვევამდელს, რაც ძალიან დიდი შედეგი იქნება და ათ წლიან პერსპექტივაში 100 000 ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული, რომელიც ჩაირიცხება ქვეყნის რეზერვში. ეს აძლიერებს რეზერვის სისტემას და ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივები. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტს, სამინისტროს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.