2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული პოლიტიკის, დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებზე განიხილავენ. მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარადგენს. 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტი ჯამში 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია, რაც 2026 წლის ბიუჯეტზე თითქმის მილიარდ 200 მილიონით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს.
სხვა სიახლეები
სებ-მა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი „კრიპტოტექ სოლუშენი“ დააჯარიმა
23.11.2026.11:00
საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ განხორციელდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“-ის (ს/ნ 433109511) დაჯარიმება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:
1 (ერთ) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით და არასწორად წარმოდგენა, რომლისთვისაც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში.