მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

news image
mbc image

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული სისტემით შუალედური არჩევნების გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 

შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2201- ია.

დღეს გამართულ სხდომაზე ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის მიიღო განკარგულებები 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის, საკონკურსო პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე, №18 ახმეტის, №24 დმანისის, №25 წალკისა და №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ და ა.შ.

საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საარჩევნო პროცესის თითოეული ეტაპი განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და ყურადღება მიაქციონ დადგენილ ვადებს.

ამასთანავე, არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულ სუბიექტებს შევახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში; აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არაუგვიანეს 17 აგვისტოსი (არაუგვიანეს 47-ე დღისა).

იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

ასევე, გვსურს შევახსენოთ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული პროცესის დაკვირვებითა და გაშუქებით, დროულად გაიარონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, რათა არჩევნების გაშუქებასა და დაკვირვებაში მონაწილეობა შეუფერხებლად შეძლონ.

აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის 23 სექტემბერია (18:00 სთ), ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს 26 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

23.10.2026.16:33

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რადეკ ვონდრაჩეკს და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, რობერტ კრალიჩეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების გადატვირთვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენისთვის საქმიანი, კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რადეკ ვონდრაჩეკმა გამოხატა თანამშრომლობის და დიალოგის მზაობა.

ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ჩარევებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს და ჩეხეთის მიერ მიღებულ თუ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში მოქმედ გამჭვირვალობის კანონმდებლობას.

ჩეხეთის პარლამენტის წევრების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა