4 ოქტომბერს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი მუდმივ არეულობასა და გრძელვადიან მშვიდობას შორის - ნინო ვარდოსანიძე
„გილოცავთ ყველას 4 ოქტომბრის გამარჯვებას. ვულოცავ ჩემს კოლეგებს საპატიო მანდატს, რასაც თბილისის საკრებულოს წევრობა ჰქვია და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის“, - ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, განაცხადა.
„მადლობა ჩვენს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. ეს არის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც„ ქართულ ოცნებას“ აქვს. ამომრჩეველმა ხმა მისცა თბილისის და საქართველოს მეტ განვითარებას, რადგან, თუ ვინმეს დღეს ამის გაკეთება რეალურად შეუძლია, ეს სწორედ ქართული ოცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ბოიკოტით იყო დაკავებული, მოქალაქეები მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ამით საკუთარი განწყობა დააფიქსირეს. 4 ოქტომბერს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი მუდმივ არეულობასა და გრძელვადიან მშვიდობას შორის. ნათელია, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა რადიკალურ ოპოზიციას არც მშვიდობას ანდობს და არც ძალადობას უწონებს. ოპოზიციის მარცხი გარდაუვალი იყო, ქართული ოცნების გამარჯვება კი - ლოგიკური, რამდენადაც ის ერთადერთი ძალაა, რომელიც სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით მოქმედებს“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
როგორც ნინო ვარდოსანიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან კახა კალაძის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იმ სასიკეთო საქმეების დამსახურებაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქისთვის გაკეთდა.
„მნიშვნელოვანია სამომავლო პროექტები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიეწოდა და დანამდვილებით ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის და კახა კალაძის მერობის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება და ყველა დაგეგმილი პროექტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს - მეტად ლამაზ, მწვანე და ევროპულ ქალაქად აქცევს“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ საკრებულო აქტიური იქნება ყველა საკითხის განხილვაში დაყველა იმ სიახლეს დაუჭერს მხარს, რომელიც თბილისს და მის თითოეულ მაცხოვრებელს უკეთეს მომავალს შეუქმნის.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.