მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

ადგილობრივი თვითმმართველობა არის ინსტიტუცია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან, ამიტომ ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა საერთაშორისო კამპანიები რეალურ საქმედ ვაქციოთ - თინათინ ნიბლოშვილი

news image
mbc image

„თბილისის საკრებულო ტრადიციულად წელსაც შეუერთდა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მან კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ შესახებ ისაუბრა და იმ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც დედაქალაქის მერია ამ მიმართულებით სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებს.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა განკურნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ქალბატონებს მოუწოდა მაქსიმალურად ჩაერთონ სკრინინგ პროგრამებში.

„უკვე მრავალი წელია, დაწყებული 1985 წლიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში მთავარ სიმბოლოებს ვარდისფრად ანათებენ, ამიტომაც სიმბოლურად ოქტომბრის თვეს „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ინსტიტუცია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საერთაშორისო კამპანიები რეალურ საქმედ ვაქციოთ. ამისი ნათელი მაგალითი ნამდვილად არის თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელიც სრულად აფინანსებს კვლევებს - ჩვენს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა უფასოდ ჩაიტარონ სკრინინგ კვლევები. მათი ჩატარება ქალბატონებს თბილისში ოთხ ლოკაციაზე სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში სკრინინგ პროგრამებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ტიპის სტიგმები, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული კვლევა არის ჯანმრთელი ადამიანების კვლევა და მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროგრამაში“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი

17.10.2026.16:02

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
 
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა - პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.
 
პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა.
როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.
 
პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.
 
ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა