ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა - ირაკლი კობახიძე
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.
„კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ეს მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა და ამ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ბუნებრივია, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი ქვეყნების - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს l შოთა ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტზე“
24.04.2026.14:45
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში საქართველოს მნიშვნელობას აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს.
„პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი და რეგიონში ერთ-ერთი დამაკავშირებელი ქვეყნების, კერძოდ, აზიასა და ევროპას შაორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს და გავხადოთ ჩვენი დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, აუცილებელია, რომ აშენდეს ანაკლიის პორტი, კიდევ უფრო გაძლიერდეს რკინიგზის მოდერნიზაცია. საერთო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ისეთი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც იქნება კონკურენტული, ეფექტიანი და მიზიდავს ძალიან დიდ ტვირთბრუნვას. ეს თავისთავად აისახება ეკონომიკის ზრდაში”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
აშშ-ი და აზერბაიჯანი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც უფრო ფართო, შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. სტატიაში ნახსენებია რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის დერეფანი.