მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა

news image
mbc image

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციას მასპინძლობს. ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მართავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დღეს ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. გიორგი შარაბიძემ საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება.

„დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს კოლეგებს ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციიდან, რათა გავუზიაროთ ის გამოცდილება რაც ადმინისტრაციამ დააგროვა ბოლო ორი არჩევნების დროს ტექნოლოგიების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია კოლეგებს გაუზიარებს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ტექნოლოგიების დანერგვას და მასთან დაკავშირებულ ჯაჭვს უკავშირდება. მსგავსი ტიპის ვიზიტები პერმანენტულად ხორციელდება, რათა გაზიარდეს შესაბამისი ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ცესკო აგრძელებს ურთიერთობებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ უკეთესად უზრუნველყოს მათი ინფორმირება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღესვე, დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსს ეკა ცაბაშვილს, ელექტრონული ტექნოლოგიების მენეჯერ გიორგი სტურუასა, საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს ნიკოლოზ იოვაძეს და ლოგისტიკის განყოფილების უფროსს ლევან დევიძეს. ორი დღის განმავლობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს გაუზიარებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის დაგეგმარების, საარჩევნო აპარატურის ჩაწერის, საარჩევნო აპარატურის ლოგისტიკისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებს და მათი მუშაობის სპეციფიკას.

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ვიზიტი, რომ გავიგოთ უფრო მეტი თქვენი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლობა ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს და აქ იმისთვის ვართ, რომ უკეთ გავიგოთ საარჩევნო ლოგისტიკა როგორ არის ორგანიზებული ორივე მიმართულებით, როგორც საარჩევნო ტექნოლოგიების კუთხით ისე საარჩევნო პროცესის წარმართვისას“, - აღნიშნა ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დანიელა ალიმეჰმეტიმ შეხვედრის მიმდინარეობისას.

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციაში ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დანიელა ალიმეჰმეტი, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სექტორის უფროსი - გერიონ ვეზული და საარჩევნო ლოგისტიკის კოორდინაციის სექტორის უფროსი - ენკელეჯდა ჩეჩო შედიან.

სასწავლო ვიზიტი ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

30.09.2026.13:24

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა.

სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკოს ლოგისტიკის გუნდმა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ.

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან 4 უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა