ალი ასადოვი იმედოვნებს, რომ თბილისში აზერბაიჯანული თეატრის მშენებლობა მალე დაიწყება
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
აღნიშნულის შესახებ ასადოვმა სიღნაღში, აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კულტურული კავშირები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.
ასადოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები ქართული და აზერბაიჯანული თემები.
„მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების ფუნქციონირება ხელს უწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას“, - განაცხადა ასადოვმა.
სხვა სიახლეები
ალი ასადოვი იმედოვნებს, რომ თბილისში აზერბაიჯანული თეატრის მშენებლობა მალე დაიწყება
02.11.2026.08:20