ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას, არ შეიძლება შენი ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ - ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან და მოწესრიგებულ გადაცემას.
„ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს თავის ლიდერებს და ისინი ამას მშვიდობიანად აკეთებენ. ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„გუშინ მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს], მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ იმუშაოს მის გუნდთან ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემისთვის. სწორედ ამას იმსახურებს ამერიკელი ხალხი“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, მას ესმის, რომ არჩევნების შედეგთან დაკავშირებით განსხვავებული გრძნობები იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია „მივიღოთ იმ არჩევანს, რომელიც ქვეყანამ გააკეთა“.
„არ შეიძლება შენი ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ“, - დასძინა მან.
სხვა სიახლეები
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2026 წლის 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის
02.10.2026.17:29
3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი 2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
09:00 სთ
15:00 სთ
21:00 სთ
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.