ანა კაკაბაძე: ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და მიმდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ანა კაკაბაძემ აღნიშნა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები თავისი არსით საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია.
„ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ და ამასთანავე საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ყველა ახალგაზრდას მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კამპანიაში ათასობით ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც ირჩევენ მშვიდობას და საკუთარი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას ცდილობენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვირჩევთ მშვიდობას, ევროპას. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველივე დღიდანვე არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში და ასევე იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ყოველდღიურად უერთდებიან ჩვენს რიგებს“, - აღნიშნა ანა კაკაბაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.