მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ანა კაკაბაძე: ოპოზიციის წევრები ათასობით ლარს იღებენ იმაში, რომ არაფერი აკეთონ, ისინი სხდომებსაც არ ესწრებიან

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც საკრებულოს სხდომებს იშვიათად ესწრებიან. ანა კაკაბაძემ სტატისტიკაც მოიყვანა ოპოზიციის იმ წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან.

„იმ ოპოზიციონერ კოლეგებს განსაკუთრებით მივესალმები, რომლებიც თვეების განმავლობაში არ გვინახავს ამ დარბაზში. შეიძლება მათ სახეზეც ვერ ვცნობდე და  ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც  მოქალაქეებმა აირჩიეს,  შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, რომ სამუშაო ადგილას ვერ ვხედავდეთ. მართლა გულწრფელად გამიხარდა, დღევანდელ სხდომაზე დიდი რაოდენობით რომ იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან სხდომის დაწყებიდან მალევე უმეტესობამ დაგვტოვა. ისინი იღებენ თბილისის მოქალაქეების გადასახადებიდან ათასობით ლარს იმაში, რომ არაფერი აკეთონ. შეიძლება წლები გავიდეს და  საკრებულოს სხდომათა დარბაზში ნამყოფებიც არ იყვნენ.  არც კი ვიცი,  იციან თუ არა როგორ უნდა მოვიდნენ თბილისის საკრებულომდე.

მე მაქვს ამოღებული სტატისტიკა, დაგისახელებთ სამ ადამიანს, რომლებიც 2023 წელს სხდომების 85%-ს არ დასწრებიან. ესენი არიან ბიკაშვილი თორნიკე, გრიგოლია შოთა და ეძგვერაძე ირაკლი. სხდომების 70%-ს არ დასწრებია სოფიო ჯაფარიძე, ასევე ზვიად კუპრავა. აგრეთვე გულწრფელად მინდა მივესალმო „ახალ სახეებს“ ქართულ პოლიტიკაში: გოგა ონიანს და ნინო კვიტაიშვილს. ესენი არიან თურმე „ახალგაზრდები“, რომლებიც გვარამიას გუნდს შეუერთდნენ.  ძალიან უცნაურია, მე მახსოვს ეს ადამიანები დაახლოებით 10 წლის წინაც, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს გოგა ონიანი როგორ იყო ჩართული ზონდერულ საქმიანობაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დავივიწყეთ და დღეიდან ახალ პლატფორმას ქმნიან, ახალგაზრდებით სავსეს, რომლებიც თურმე შემოგვთავაზებენ პოზიტიურ პლატფორმას“,  -  განაცხადა ანა კაკაბაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თბილისის ბიუჯეტის ზრდაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის ქვეპროგრამაზე. მისი განცხადებით, ამ პროგრამას დღეიდან დაემატება 250 ბენეფიციარი. ანა კაკაბაძემ ბიუჯეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა