არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცესკო არაუგვიანეს 21 ნოემბრისა გამოაქვეყნებს
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცესკო არაუგვიანეს 21 ნოემბრისა გამოაქვეყნებს.
არაუგვიანეს მე-15 დღისა, 10 ნოემბერი, კვირა საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და რაიონული/ საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, რომელსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.
არაუგვიანეს 26-ე დღისა, 21 ნოემბერი, ხუთშაბათი ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს (ოქმი ცესკოში ინახება, ხოლო ოქმის დამოწმებული ფოტოასლები ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებსა და ყველა დაინტერესებულ პირს გადაეცემა.
არაუგვიანეს 28-ე დღისა, 23 ნოემბერი, შაბათი ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
24.08.2026.15:37
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. ხაზი გაესვა ამით კუმარ მიშრას, როგორც პირველი რეზიდენტი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობას ორი ქვეყნის შემდგომი პარტნიორობის გაძლიერებაში.
„განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროში არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებს.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.