არჩევნებით განისაზღვრება ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში - პრემიერი
ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები, არჩევნებით განისაზღვრება საბოლოო ჯამში ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქმედი კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი, რაც მიუღებელია, რადგან ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი.
„რაც შეეხება ცესკოს. მე ვერ შევალ ასეთ დეტალებში, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ- არსებული კანონმდებლობა ქმნიდა ჩიხურ ვითარებას, როდესაც 2 წლის წინ 6 თვით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები იკავებდნენ თანამდებობას და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მოქმედი კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი. მიკერძოებული ადამიანი. ხო ყველას გვესმის, რომ ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ მე არავითარ სცენარს, მით უმეტეს, რომ არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი. ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ, ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და ცესკო არის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, რომლის ხელშია ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული ინსტრუმენტი, ეს არის არჩევნები. სწორედ არჩევნებით განისაზღვრება საბოლოო ჯამში ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში.
ჩვენ რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ცოტა ხნის წინ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.